x
მეტი
  • 19.11.2024
  • სტატია:138336
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512015
თათრეთის რესპუბლიკაში მეწაღე 150 არასრულწლოვანის გაუპატიურებაშია ბრალდებული
imageნაბერეჟნი ჩელნიში 48 წლის მეწაღე ედუარდ საგიიანი ბრალდებულია 150 გაუპატიურების ეპიზოდში.გამოძიების მტკიცებულებით მისი მსხვერპლი 14-იდან 18 წლამდე გოგონები იყვნენ, ძირითადად სოციალურად შეჭირვებული ოჯახებიდან ან ბავშვთა თავშესაფრიდან.პედოფილი მსხვერპლს საკუთარ სახლში ამწყვდევდა და შემდგომ რამდენიმე დღის განმავლობაში აუპატიურებდა მათ.დანაშაულის პერიოდი მოიცავს დაწყებული 2008 წლის ივნისიდან, 2015 წლის იანვრის ჩათვლით.


გამოძიების ინფორმაციის სააგიანი გოგონებს ნაბერეჟნი ჩელნის ქუჩებში იცნობდა და ფულის სანაცვლოთ სთავაზობდა მის სახლში ღამის გათენებას, თუ მათ წასასვლელი არსად ჰქონდათ.


ამის შემდეგ მსხვერპლს იგი ეცნობოდა, როგორც კრიმინალური ავტორიტეტი და მუქარის ქვეშ იგი აუპატიურებდა გოგონებს.

imageთუმცა გოგონების შეურაცხყოფა ამით არ მთავრდებოდა, იგი შემდგომ კვლავ პოულობდა მსხვერპლს, მუქარით სახლში მიჰყავდა და კვლავ ძალადობთა მათზე.ერთ-ერთი 15 წლის გოგონა 10 დღის განმავლობაში ჰყავდა მანიაკს დამწყვდეული სახლში.გოგონამ შემთხვევით იპოვა კარადაში სათადარიგო გასაღები და გაპარვა მოახერხა.



-დასრულდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 48 წლის ედუარდ საგიიანის მიმართ, რომელიც ბრალდებულია 150 არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაში და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში-განაცხადა თათრეთის რესპუბლიკის საგამოძიებლო კომიტეტის ხელმძღვანელის ასისტენტმა ანდრეი შეპტიცკიმ.


უახლოეს დროში სერიული მანიაკის სასამართლო გაიმართება.




1
734
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
734
  
2016, 12 აპრილი, 11:11
კასტრაცია გაუკეთონ ამ გათახსირებულს...
0 1 1