x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ჩინური ყალბი კვერცხი - როგორ განვასხვავოთ, როგორ მზადდება და რა საფრთხეს შეიცავს (+ვიდეო)
image

ალბათ ყველას გაგიგიათ გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ საქართველოში ჩინეთში წარმოებული ყალბი ბრინჯი გამოჩნდა. მართალია, საქართველოსთვის ეს ჯერ კიდევ ახალია, მაგრამ აზიის ქვეყნებში აღნიშნული პრობლემა უკვე საკმაოდ მწვავედ დგას. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჩინეთში ბრინჯის გარდა სხვა საკვებ პროდუქტებსაც წარმატებით აყალბებენ - მაგალითად კვერცხს! ჩინური ყალბი კვერცხები, გარდა თავად ჩინეთისა, უკვე ტაილანდის მაღაზიებშიც გამოჩნდა.
image

როგორც 49 წლის ტაილანდელი ქალბატონი, ლეკ იაიკა აცხადებს, მან ყალბი კვერცხი ადგილობრივ მარკეტში შეიძინა. ქალბატონის თქმით, იგი გაოცებული დარჩა, როცა მოხარშვისას კვერცხმა პლასტმასის სუნის გამოშვება დაიწყო. 10 კვერცხიან პაკეტში, 9 ჩვეულებრივ კვერცხს შორის ერთი ყალბი კვერცხი ერია. მთელი პაკეტი კი დაახლოებით 1 აშშ დოლარამდე ღირდა.

კვერცხის გაყალბების "სამშობლო" ჩინეთია. თავად ეს პროცესი კი კიდევ 90-იანი წლებიდან დაიწყო. ყალბი კვერცხის ნაჭუჭი დამზადებულია კალციუმის კარბონატისგან. შიგთავსი, ანუ გული და ცილა, შეიცავს ნატრიუმის ალგინატს, ალუმინს, საკვებ კალციუმის ქლორიდს, წყალსა და საღებავებს.


imageimageimage

ცხადია, ჩნდება კითხვა, როგორ უნდა განვასხვავოთ ყალბი კვერცხი ნამდვილისგან. ეს მარტივია თუ გავითვალისწინებთ შემდეგს:

1. გატეხვის შემდეგ ყალბი კერცხის გული და ცილა ერთმანეთს სწრაფად ერევა. ეს იმის გამო ხდება, რომ ისინი ერთი და იგივე მასალისგან არის დამზადებული.


2. ყალბი კვერცხის ნაჭუჭი ოდნავ უფრო ბზინვარეა, ვიდრე ნამდვილის, თუმცა ეს არც თუ ისე შესამჩნევია.



3. ხელით შეხებისას ყალბი კვერცხი ნამდვილთან შედარებით უფრო უხეშია.


4. შერხევისას ყალბი კვერცის შიგნით გარკვეული ხმები შეიძლება მოგესმათ, რადგან წყალი გადმოვა მყარი გარსიდან.


5. ნამდვილი კვერცხის სუნი უმი ხორცის სუნს წააგავს.


6. დაკაკუნებისას ნამდვილი კვერცხი უფრო მჭახე ხას გამოსცემს, ვიდრე ყალბი.


მართალია, ამგვარი ყალბი კვერცხები საქართველოში ჯერ არ გამოჩენილა, მაგრამ, ალბათ სჯობს ეს ინფორმაცია მაინც გავითვალისწინოთ, რადგან, როგორც იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სტკივა...მით უმეტეს როცა საქმე ჩინურ პროდუქტს ეხება, რომელიც ელვის სისწრაფით იპყრობს მსოფლიო ბაზარს.

ქვემოთ გთავაზობთ ვიდეომასალას, რომელზეც ასახული კვერცხების გაყალბების მთელი სქემა და პროცესი:








2
6004
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
6004
  
2016, 12 აპრილი, 14:26
ეს უკვე მეტისმეტია!!!
არჩევნების გაყალბება რაღა მოსატანია!!!!!!!!!!!!!!!!
0 1 2