ანეკდოტები ანეკდოტები 2016, 11 აპრილი, 13:07
მიხოს კოჭლი შვილი ყავდა, ომში უნდა წავიდეო ამოიჩემა … სად უნდა წახვიდე გინდა აქ მე მანერვეულო და იქ სნაიპერი აწვალო? ძვირფასო, ექიმმა მითხრა, რომ დიდი-დიდი 8 საათიღა დამრჩა სიცოცხლე.მოდი, წავიდეთ საუკეთესო რესტორანში, მერე სასტუმროში… ეუბნება ქმარი ცოლს.- ჰო, შენ რა გენაღვლება, დილით ასადგომი არ იქნები! ორმა მთვრალმა კაცმა ტაქსის მძღოლის გაშაყირება მოინდომა და მძღოლს კითხეს:- ძმაო, ნაგავს არ წაიღებ?- კი, ბატონო, დასხედით! მთვრალი მამაკაცი ავტობუსში ასვლას ცდილობს. მგზავრებმა სიცილი დააყარეს: – იცინეთ, იცინეთ…– გაბრაზდა მთვრალი, – ვნახოთ ბოლოს ვინ გაიცინებს: მე ავტობუსუს მძღოლი ვარ!….. მდიდარი ქართველების შვილების საუბრიდან: – მამაჩემს იმდენი ფული აქვს, რომ შეუძლია მთელი თბილისი იყიდოს! – მამაჩემს ვეტყვი, რომ არ მიჰყიდოს! სამი სტუდენტი აბარებს გამოცდას. ერთი დიდი ბლატით, მეორე პატარათი, მესამე კი – საერთოდ უბლატოდ. ეკითხებიან პირველს: – რომელ ქვეყანაში ჩამოაგდეს ატომური ბომბი? – იაპონიაში. – ხუთიანი! ეკითხებიან მეორეს: – რომელ ქვეყანაში ჩამოაგდეს ატომური ბომბი? – იაპონიაში. – რომელ წელს? – 1945 წელს. – ხუთიანი! მესამეს იგივეს ეკითხებიან და უმატებენ: – რომელ ქალაქში? – ხიროსიმაში. – რამდენი დაიღუპა? – ორასოთხმოცდათხუთმეტი ათასი. – … გვარები ჩამოგვითვალეთ!.. კაცი რეკავს სასწრაფოში: – სასწრაფოდ მოდით, ადამიანს კატოკმა გადაუარა! სასწრაფო: – მითხარით მისამართი. კაცი: – ჭავჭავაძის 34… 36… 38… 40… 42…… 4344 9-ს მოსწონს
|