
მითიური არსება, რომელსაც ლომის ტანი და ადამიანის თავი ჰქონდა, სფინქსი მდებარეობს გიზის დიდი პირამიდის სამხრეთით, იგი გამოკვეთეს დაახლოებით ძვ.წ.2500 წელს, რათა დაეცვა პირამიდა. მისი თავი სავარაუდოთ მეფე-ღმერთის ხაფრას ხატის მიხედვითაა შექმნილი, მაგრამ დღეს ის ძალიან დაზიანებულია ცხვირი და წვერი ჩამონგრეული აქვს, თუმცა შუბლზე ჯერ კიდევ შემორჩენილია კობრას სიმბოლო.