x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ვაშლის ჭამამდე ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ
ვაშლი ერთ-ერთი უძველესი ხეხილოვანი მცენარეა, კულტივირებულია დაახლოებით 4 ათასი წლის წინათ. ხეხილის ნარგაობათა შორის, ფართობისა და პროდუქციის მხრივ, ვაშლს პირველი ადგილი უჭირავს დედამიწის ზომიერი სარტყლის ფარგლებში. ცნობილია 10 ათასზე მეტი ჯიში, მათგან საქართველოშია 200. ვაშლის კულტურული ჯიშების ნაყოფი შეიცავს შაქარს (ფრუქტოზა, გლუკოზა, საქაროზა), მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), პექტინს, ცილოვან ნივთიერებებს, უჯრედისს, ვიტამინებს (A, B, C, E, B1, B2, B6, PP ), წყალს (83-90%) და სხვა.


ვაშლი მინერალებისა და ვიტამინების ყველაზე გავრცელებული წყაროა და იმედია ყველა თქვენგანი მიირთმევს ამ მეტად სასარგებლო ხილს, თუმცა საკითხავია რამდენად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის ვაშლი, რომელსაც ბაზარსა თუ სურსათში ვყიდულობთ. გავრცელებული ხმების თანახმად, ვაშლი რომ დიდხანს შეინახოს და ჯანსაღი ვიზუალი ჰქონდეს, მოჰყავთ სპეციალური ქიმიკატებით, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე. ცხადია, რომ განსაკუთრებით მეტ მიკროელემენტსა და ვიტამინს შეიცავს ვაშლის კანი, ამიტომ ექიმები ხშირად იძლევიან რეკომენდაციას ის კანიანად მივირთვათ, თუმცა ფრთხილად! ბაზარსა და სურსათში ნაყიდი ვაშლის ვიზუალი ხშირად გვატყუებს...


როგორ მოვიქცეთ ვაშლის კანი მავნე ქიმიკატებისგან რომ გავწმინდოთ? ამისათვის მოიმარჯვეთ ცხელი წყალი, ლიმონის წვენი, სოდა და მიყევით ჩემს მითითებებს.


1. დაასხით ვაშლს ადუღებული წყალი...


image



2. ნახავთ, რომ ვაშლის კანზე ცვილივით ნადები გაჩნდება, რომელიც ხილში შემავალი მავნე ნივთიერებების გამოვლინებაა.

image



3. ამ ვაშლს (ვაშლებს) დააყარეთ სოდა და დააწურეთ ლიმონის წვენი.

image



4. დაასხით თბილი წყალი.

image



5. გაწმინდეთ ხილი კბილის ჯაგრისით.

image



6. გემრიელად მიირთვით უდაოდ სუფთა და ჯანსაღი ვაშლები.

image



რა თქმა უნდა კარგია სოფელი, მთები, მდინარე, ჯანსაღი ჰაერი და პროდუქტები, თუმცა დღეს ყველას არ მიუწვდება ხელი მათზე, ამიტომ როდესაც შეიძენთ ბაზარსა თუ სურსათში ვაშლს, ნუ დაიზარებთ და ამ მარტივი მეთოდით ეცადეთ გახადოთ ის თქვენი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო.




P.S. ვაშლის რეგულარული მიღება ჯანმრთელობასთან ერთად გარეგნობაზეც აისახება, ვინაიდან ის აფერხებს ნაოჭების განვითარებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიეტური კვების დროს, რაც დიდ გავლენას ახდენს წონის კლებაზე, ხელს უწყობს თმის ზრდას, ამიტომ მიირთვით მეტი ვაშლი და იყავით ჯანმრთელნი.

2
8993
24-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
8993
  
2018, 17 აგვისტო, 22:57
ვაშლი ჩემი ყველაზე საყვარელი ხილია
2016, 11 აპრილი, 12:12
სტატია ძალიან სასარგებლოა, მაგრამ გამოყენებისა რა ვთქვა? მე პირადად, ვრეცხავ და ვფრცქვნი. ვიცი რომ კანში ბევრი ვიტამინია, მაგრამ მაგდენ რეცხვას...
0 1 2