სხვა კლასიკური რჩევები სამზარეულოსთვის, ცნობისმოყვარე დიასახლებისთვის 2016, 12 აპრილი, 10:06 როგორიც არ უნდა კარგი დიასახლისი იყოთ, ახლის გაგება, არასოდეს არის გვიან. როგორც ამბობენ, “სწავლა — სიკვდილამდეო". აქ წარმოდგენილია სამზარეულოსთან დაკავშირებული იდეები, რომლებიც მარტივი და ამავე დროს გენიალურია. მათი გაცნობის შემდეგ, ბევრი იტყვის: რატომ მე ვერ მოვიფიქრეო? თუ მოგბეზრდათ შემწვარი და მოხარშული კვერცხი — მისი მომზადების ახალი ხერხი სცადეთ. გამომცხვარი კვერცხი — საუკეთესო ვარიანტია. მოათავსეთ კვერცხი ღუმელში და დააყენეთ 180 გრადუსიანი რეჟიმი. ათვლა დაიწყეთ, როდესაც ღუმელი ამ ტემპერატურზე გახურდება და კვერცხი აცხვეთ 25 წუთის მანძილზე. კვერცხის მოხარშვა: თქვენ როგორი გიყვართ? კვერცხის გულისა და ცილის გაყოფა პლასტიკატის ბოთლით შეიძლება. საზამთროს ჟელე საზამთროში — ძალიან გემრიელია! ხახვის თხლად დაჭრა, ბოსტნეულის საფცქვნელით არის შესაძლებელი. ჩერის დაჭრა, ხელის ერთი მოძრაობით შეიძლება. სანელებლების შენახვა «ტიკ-ტაკის» დრაჟეს ყუთებში ძალიან მოსახერხებელია. ღვინის კორპი საუკეთესო სამაგრია სამზარეულოსთვის. სპაგეტის შენახვა ძალიან მოსახერხებელია ჩიფსების კოლოფით. პატარა ხრიკი, ბანანის ხანგრძლივი დროით შესანახად. კულინარიული წიგნი რომ არ გაჭუჭყიანდეს და მომზადების დროს ხელი რომ არ შეგვიშალოს, ძალიან მოსახერხებელია მისი საკიდით დამაგრება! მარწყვი ნაღებით – სუფრაზე მიტანის კლასიკური რეცეპტი. თუ წვეულებას გეგმავთ, საჰაერო ბუშტები წყლით გაავსეთ და გაყინეთ — ეს საუკეთესო ჩასაციებელი საშუალებაა სასმელისთვის. თუ ალუბლის ღვეზელი გიყვართ, თქვენ აუცილებლად გამოგადგებათ ასეთი ტრანსფორმირებული ჩანგალი, რომლითაც ძალიან მარტივია კენკრიდან კურკის გამოცლა. სამზარეულოს კარადის კარებზე, ასეთი თაროები, იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ სივრცის ეკონომიურად გამოყენება გინდათ. და კიდევ ერთი იდეა, ადგილის ეკონომიისთვის... ეს კი, ძალიან მოსახერხებელია: რჩევა მათთვის, ვისაც სახლში ძაღლი ან კატა ჰყავს და კიდევ, 5 ვიდეო რჩევა სამზარეულოსთვის: 1461 11-ს მოსწონს 1-ს არა
|