უკრაინელმა მსახიობმა, რომელიც რუსული სერიალით გახდა საქართველოში ცნობილი, მთელი ქართველი გოგონების გული დაიპყრო. ერთი სიტყვით, ხელიდან ხელში გადაყავთ ქართველ ჟურნალისტებს, ქართულ ტელესივრცეში თითქმის ყველგან იწვევენ. ახლა კი, სტანისლავ ბონდარენკო ტელეიმედის ყველაზე პოპულარულ მეგაშოუში "ცეკვავენ ვარსკვლავებშიც" მიიწვიეს და პირველ ტურშიც წარმატებით იცეკვა. იმდენად მოიხიბლა ქართველებით რუსული სერიალების ვარსკვლავი, რომ ქართულადაც კი წაიწერა ტატუ -"უფალო შემიწყალე".
ერთ-ერთი სექსუალური და თამამი მსახიობი ნინი ონიანი სტანისლავ ბონდარენკოზე სოციალური ქსელით საზოგადოებას მიმართავს:
"ეს ახალგაზრდა ყმაწვილი, ბონდარენკო, მშვენიერი ბიჭია, არაფერს ვერჩი, პირიქით... მაგრამ ასე გაღმერთება და ამოჩემება რატომ ვიცით ქართველებმა....?! სრულიად ერი შოკშია... ყველგან ბონდარენკო ისმის.... ვიმეორებ, მშვენიერი, სასიამოვნო ყმაწვილია მაგრამ .... ლოყების დახოკვა მგონი არაა საჭირო.... მე მაპატიეთ..."
სტატუსზე ნინი ონიანს შეეკამათნენ:
"მოსწონს ერს კარგი აღნაგობის ნამდვილი მამაკაცი, აბა ყოფილიყო გეი, თუ არ გააღმერთებდი შენც. მე მაგრად მკიდია ბონდარენკოც, ჩოპრაც და გეეებიც ..."
რაზეც მსახიობმა ძალიან უხეშად უპასუხა:
"აუ შენ ძაან ტვინი წაიღე უკვე შენი უსაფუძვლო პროტესტებით...!!! ნეტა ვის რაში აინტერესებს შენი აზრი...?! მე არავის ვაღმერთებ ეს ერთი და გეი რა შუაშია...?! საშინლად შემაწუხებელი ადამიანი ხარ და შეუგნებელი ყოვლად...!!
შენ ხომ მაგარი ტიპი ხარ შენი აზრით??? ხოდა იყავი რაა... რას დასდევ ვიღაცის ტრ.....კს??? ყველა მივხედავთ ჩვენს თავს... ბიჯოს...!!!"
" ზოგს ბონდარენკო ევასება...ზოგს ლეონარდო... ზოგს მესი... ოსკარებზე ლეონარდოს სურათებით იყო აჭრელებული, მაგრამ არ გაგვიპროტესტებია... ვოტ".