ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს თავის პასუხს ნათქვამზე "თბილისში ცალი კალოშით ჩამოსულმა ბევრს მიაღწია" და მიმართავს გიგი დედალამაზიშვილის დას, ნინი დედალამაზიშვილს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რომ 9 აპრილს მგზავრებმა რუსეთში კონცერტი არ უნდა გამართონ : „გიგი დედალამაზიშვილის დავ, თუ იმას იზამენ „მგზავრები“, რასაც თქვენ წერთ და რაც ჯერ არავის არ უქნია, არათუ უკან წავიღებ ჩემს სიტყვებს, მაღალ ღმერთებსაც ვთხოვ, ყველა პატრიოტს შეეწიოს, „მგზავრების“ ჩათვლით.
მანამდე, ანუ სანამ ამ ყველაფრის ამსახველ ვიდეოს არ ვიხილავთ, ჩემი დამოკიდებულება უცვლელი რჩება სიმბოლურ დღეს, 9 აპრილს მტრისთვის გამართულ ცეკვათამაშზე მტრის ბუნაგში. შესაბამისად, უცვლელად ვტოვებ ჩემს მიმართვას - მაღალო ღმერთებო, თქვენ შ..ცით ყველა გამო...ვებულს.
p.s. სოხუმიდან თბილისში ცალი კალოშითაც არ ჩამოვსულვარ, ისე. ფეხშიშველი ჩამოვედი, აი თქვენ რომ სამღერლად ეახლებით, იმათი დამსახურებით“
შ