სხვა ადამიანები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ მთავარია სურვილი.....დანარჩენი მეორეხარისხოვანია 2016, 5 აპრილი, 23:45 გახსოვთ ძველი ანდაზა - "ის, ვისაც უნდა, ეძებს შესაძლებლობებს; ხოლო ვისაც არ უნდა - ეძებს მიზეზებს"? - ადამიანები ჩვენი კოლაჟიდან ამტკიცებენ, რომ ეს მართლაც ასეა. ქვემოთ მოყვანილი ფოტოსურათები აუცილებლად უნდა ნახოს ყველა იმ ადამიანმა, რომელიც წუწუნებს, რომ ვერა და ვერ ახერხებს საკუთარი ოცნების განხორციელებას.
![]() განუხორციელებელი ოცნებების ჩემპიონები, რაღა თქმა უნდა, ბავშვები არიან - მათ უბრალოდ სურდათ კალათბურთი ეთამაშათ, თუმცა ბურთის გარდა სხვა არაფერი გააჩნდათ..მათ გამოსავალი მოძებნეს ![]() აქ კი ბავშვებს უკვე ჰქონდათ ბურთი, სათამაშო მოედანი და ფარი, მაგრამ არ ჰქონდათ რგოლი ![]() ამ ბავშვებს ძალიან სურდათ ბილიარდის თამაში ![]() არ გაქვთ ყიდვის საშუალება?- გააკეთეთ თქვენი ხელით ![]() აი კიდევ ერთი ფოტო განყოფილებიდან: გააკეთე შენ თვითონ! ![]() ჭადრაკის თამაში გიყვართ?- მერედა ვინ გიშლით ![]() არც შაშის დაფის გაკეთებაა ძნელი, თუკი ბუნებაში გასეირნების დროს თამაში გადაწყვიტეთ ![]() საკუთარი ხელით თურმე საფეხბურთო ატრიბუტების შექმნაცაა შესაძლებელი ![]() რახან ფეხბურთზე ჩამოვარდა სიტყვა, ვნახოთ, როგორ თამაშობენ მას აფრიკის ღარიბი ქვეყნების ბავშვები ![]() იქ ბედნიერად ითვლება ის, ვისაც ნამდვილი ბურთი მაინც აქვს ![]() ძირითადად ბურთის მაგივრად ასეთი რამ გამოიყენება ![]() ან სულაც ეს ![]() და კიდევ, შესანიშნავი მოტივაცია აქვთ იმ ადამიანებს, ვინც ბოდიბილგინდით ვარჯიში გადაწყვიტა. აქ უკვე არა აქვს მნიშვნელობა, აფრიკაშია ეს თუ ![]() ცივ და სუსხიან ციმბირში ![]() სწორი ადგილი არაა თქვენს სოფელში? - მერე რა.. ფერდობებზეც შეიძლება ფეხბურთის თამაში (ჩვენი ნაკრების თამაშის შემხედვარე ისეთი შთაბეჭდილება მიჩნდება, რომ სწორედ ასეთ მოედანზე ვარჯიშობენ ხოლმე... ეს ისე, ხუმრობით) ![]() გახსოვთ, ბავშვობაში როგორ ოცნებობდით ველოსიპედზე? ![]() ვიღაცამ კი უბრალოდ აიღო და თავად გააკეთა ველოსიპედი ![]() ამ ყმაწვილს ძალიან უნდოდა ძელზე აზიდვაში ევარჯიშა. სპილო ამ საქმეში შესანიშნავი დამხმარე აღმოჩნდა ![]() იცით, როგორ შეუერთოთ მეხსიერების ჩიპი (ფლეშკა) ძველ კომპიუტერს, რომელსაც USB არ აქვს? ![]() გაზონის საკრეჭი მანქანა არ გაქვთ, მაგრამ კურდღელი გყავთ?- მაშინ უკვე პრობლემა გადაჭრილია, მთავარია მოხერხება ![]() ისეც აფრიკა....და ისევ საბავშვო სათამაშოები ![]() და რა თქმა უნდა, სამხედრო წრთობა- იცოდით, როგორ დატენოთ 20 ტელეფონი ერთი დენცქვიტათი? ![]() ასე რომ, შეუძლებელი ამქვეყნად არაფერია. მთავარია სურვილი, ცოტაოდენი მოთმინება, ნებისყოფა და რაღა თქმა უნდა, ტვინისა და ხელის განძრევა. დამერწმუნეთ, თუკი მოინდომებთ, ოცნებები აუცილებლად აგიხდებათ! 695 13-ს მოსწონს
|