x
image
მთვრალი12
სიკვდილიდან რამოდენიმე წლის შემდეგ ნაპოვნი ადამიანები

image1924 წელს დაბადებული ხორვატიელი ქალბატონი, ჰედვიგა კოლიგი სიკვდილიდან 42 წლის შემდეგ იპოვნეს თავისივე ბინაში.მისი ცხედარი ნაპოვნია 2008 წლის 12 მაისს, პოლიციელებისა და რამოდენიმე მეზობლის სახლში შეჭრით აღმოაჩინეს წლების მანძილზე მკვდარი ქალბატონის ცხედარი, რომელიც თავისი საყვარელი სავარძლიდან შავ-თეთრ ტელევიზორს უყურებდა.ქალბატონს მეზობლებისთვის უთქვამს, რომ სამოგზაუროდ მიდიოდა და სამეზობლოს ეჭვიც არ აუღია პირველი რამოდენიმე წლები, თუმცა მას შემდეგ რაც 42 წელი გავიდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ უწევდათ კომუნალური გადასახადების გადახდა, მოითხოვეს გაეგოთ ვინ იყენებდა ამ ბინას და პოლიციის დახმარებით შიგნით შეიჭრნენ.ადგილზე მყოფი პოლიციელების განცხადებით ოთახი დროში ჩარჩენილ სიტუაციას წარმოადგენდა, რაც ამაღელვებელი სანახაობა იყო.imageშუახნის ქალბატონი, მიჩიგანის IT სპეციალისტის სხეული მისივე მანქანის უკანა სავარძელზე, სიკვდილიდან 5 წლის შემდეგ აღმოაჩინეს.მკვლევარების აზრით ის გარდაიცვალა 2009 წელს 44 წლის ასაკში, როდესაც მან თავისი ანგარიშიდან ბოლო 1.500$ მოხსნა.ქალბატონი სახლიდან გამოგდებული იყო გადასახადების გადაუხდელობის გამო და ძილი მანქანაში უწევდა.

ტელეფონსა და საფოსტო ყუთში სამართალდამცავებმა უამრავი ლანძღვა-გინების შემცველი წერილები იპოვნეს და გამოძიებაც დაიწყეს, თუმცა 2014 წელს ნაპოვნი ცხედრის გაკვეთით შეუძლებელი იყო მისი სიკვდილის მიზეზის დადგენაimageმოხუცი მამაკაცი ნაშთები სიკვდილიდან 15 წლის შემდეგ იპოვნეს თავისივე საწოლში, თავისივე პიჟამოებით.როგორც ჩანს მამაკაცი მარტოხელა იყო და მომკითხველიც არავინ ყავდა.ეს შემთხვევა საფრანგეთის ქალაქ ლილი-ში მოხდა.გამოძიებამ ცადა ექსპერტიზით დაედგინა მისი ვინაობა, თუმცა უშედეგოდ.სახლში ნაპოვნია წაუკითხავი საპოსტო წერილები, საიდანაც დაასკვნეს რომ გარდაცვლილი ესპანელი იყო და 1921 წელს იყო დაბადებული.imageგერმანელი მამაკაცის სხეული 2007 წელს აღმოაჩინეს თავისივე საცხოვრებელ ბინაში.მეზობლების თქმით ის ახლა 59 წლის უნდა ყოფილიყო.იგი მარტო ცხოვრობდა, იყო უმუშევარი და ნათესავებზეც არასდროს უსაბრია.პოლიციამ სავარაუდო სიკვდილის დროდ 2000 წლის 30 მაისი გამოაცხადა.პოლიციის ინფორმაციით მათ სჯერათ, რომ სიკვდილი ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეულიimageახალგაზრდა მამაკაცი, უძრავი ქონების აგენტი გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ იპოვეს ერთ-ერთ დაყადაღებულ სახლში, გახრწნილ მდგომარეობაში.მეგობრების თქმით ახლა ის დაახლოებით 44 წლის უნდა ყოფილიყო.ბოლოს ნახეს სამსახურში და თანამშრომლების თქმით მან წასვლის წინ მოგზაურობის შესახებ განაცხადა.როგორც ჩანს გარდაცვლილ დევიდ კარტერს თვითმკვლელობა ქონდა განძრახული.იგი სახლის კიბეებზე იპოვნეს თავში მოხვედრილი ტყვიითა და მის გვერძე დაგდებული იარაღით





0
1926
10-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
1926
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0