ქანდაკება 15 ძეგლი, რომლებიც მსოფლიოს უფრო კეთილს ხდის. 2016, 4 აპრილი, 2:16 ![]() კარგი, კეთილი ქმედებები დადებით ზეგავლენას ახდენს არა მარტო ჩვენს განწყობაზე, არამედ მთელი კაცობრიობის მდგომარეობაზე. და თუ თქვენ შეძელით და შექმენით რაღაც ისეთი, რაც სიკეთეს გადასდებს გარშემომყოფთ, მაშინ თქვენ ძეგლის დადგმის ღირსი ხართ. ძეგლი ქველმოქმედს ![]() ქველმოქმედ ასგატ გლიმზიანოვის ძეგლი დგას ყაზანში. როცა საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ არ იყო ცნება " ქველმოქმედება", ეს ადამიანი ფულს ურიცხავდა ბავშვთა სახლებს და ინტერნატებს ჩუქნიდა ახალ მანქანებს. მარტო ავტობუსები – 75 ცალი იყიდა და აჩუქა მათ. გახეხილი "ტელეგრეიკა", გაცვეთილი ფეხსაცმელები – თავისთვის ის ფულს არ ხარჯავდა. მუშაობდა ყაზანის საკოლმეურნეო ბაზარში მეეტლედ. ასგად გალიზმანოვი თავის ფარდულში ზრდიდა პირუტყვს და შემოსული თანხით ეხმარებოდა გაჭირვებულებს. თავისი კეთილმოწყობილი ბინა ქალაქის ცენტრში დაუთმო ყაზახეთიდან დაბრუნებულ ოჯახს. ძეგლი მეზღვაურის მეუღლეს ![]() გზა დაუთმეთ იხვებს ![]() მეტი იკითხეთ ![]() ბაჭიების მაშველი ![]() გახსოვთ ისტორია მაშველ კურდღელზე, სკოლაში რომ ვკითხულობდით? მისი განსახიერება შეგიძლიათ ნახოთ მოსკოვის ხელოვნების პარკში "მუზეონ"-ში. მეგობრობის სოსისი ![]() ეს ძეგლი დგას ქალაქ ნოვოკუზნეცკში ერთ-ერთი ხორცის მაღაზიის ახლოს. ნამუშევრის ავტორი არის სკულპტორი კრასნოიარსკიდან - კონსტანტინე ზინიჩი. ძეგლი ოჯახს ![]() სკულპტურული კომპოზიცია გედების ტბასთან ქალაქ ასტრახანში დაიდგა 2013 წლის შემოდგომაზე. ამ კომპოზიციაში ბევრი ოჯახი იცნობს საკუთარ თავს და თავის ახლობლებს. ოთხფეხა გმირი ![]() ცნობილი ძაღლი ჯიშისა, რომელიც შემდგომში ცნობილი გახდა როგორც სერბერნარი, XIX საუკუნის დასაწყისში მუშაობდა შვეიცარიაში წმინდა ბერნარის მონასტერში, რომელიც საშიშ უღელტეხილთან ახლოს მდებარეობდა. იქ ხშირად იყო თოვლიანი ქარბუქები. ლეგენდის თანახმად, ბარსიმ სიკვდილს გადაარჩინა 40 ადამიანი და მოკლული იქნა 41-ის მიერ, რომელსაც ძაღლი მგელი ეგონა. ბიჭი, რომელიც უყურებს მთვარეს ![]() სიმსუბუქის ილუზია ![]() ინგლისის ერთ-ერთ პარკში მდებარეობს 7 თვის ჩვილის გიგანტური სკულპტურა, რომელიც შექმნა ინგლისელმა მხატვარმა მარკ კუინმა. ის დამზადებულია ბრინჯაოსგან და ფოლადისგან და დამაგრებულია ჩვილის ხელით, რაც საოცარ სიმსუბუქის ილუზიას ქმნის. ოჯახური ფასეულობების სიმბოლო ![]() 2008 წელს ქალაქ სარანსკში დაიდგა ეს დინამიური და ლამაზი ძეგლი ოჯახისა. მრავალშვილიანი ოჯახის ძეგლის დადგმის ინიციატორი იყო მორდოვიას რეგიონის უფროსი, გამოთქვა რა სურვილი დადგმულიყო უცვლელი ოჯახური ფასეულობების სიმბოლო, რომელიც საზოგადოების ჭეშმარიტი საფუძველია. ხსოვნა ოდისეაზე ![]() მურმანსკში მდებარეობს კატა სემიონის ძეგლი, რომელმაც გაიარა 2 000 კმ- ზე მეტი, რომ თავის პატრონთან დაბრუნებულიყო. 6 წელზე მეტი მოუნდა მოსკოვიდან მურმანსკამდე ჩასვლას. ხსოვნა მის ოდისეაზე ბრინჯაოთია უკვდავყოფილი. ნამდვილი მეგობრები ყოველთვის დაგეხმარებიან ![]() კურდღლების გადაცურვა შვეციაში იოტას არხზე. სკულპტურები მდებარეობენ არხის ორივე ნაპირზე. ერთ ნაპირზე კურდღლები ხტებიან წყალში, ხოლო მეორეზე –ამოდიან ერთმანეთის დახმარებით. პატარა კეთილი ანგელოზი ![]() საკუთარი გრძნობების არ უნდა გრცხვენოდეს ![]() როგორც ჩანს ასე ფიქრობენ 8 მეტრიანი მეზღვაურის და მედდის სკულპტურის ავტორები. ეს გიგანტური კოლორიტული წყვილი ფლორიდაში დგას. 1137 12-ს მოსწონს
|