x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
BBC -იმ საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური ანეკდოტები გამოაქვეყნა
BBC-ის რუსულმა რედაქციამ მკითხველებს სთხოვა საბჭოთა კავშირის დროინდელი პოლიტიკური ანეკდოტები გამოეგზავნათ "ფეისბუქის" საშუალებით.აქედან შეირჩა რამდენიმე საუკეთესო, რომლესაც ახლა შემოგთავაზებთ.


image


***ბრეჟნევმა და რეიგანმა გადაწყვიტეს ერთმანეთის კარიკატურები დაეხატათ, თუმცა პირობა ასეთი იყო: ნახატი მხოლოდ წელს ზევით უნდა ყოფილიყო.


ბრეჟნევმა რეიგანის კარიკატურას ერთი დიდი და მეორე პატარა ძუძუ მიახატა.რას ნიშნავს ეს? ჰკითხა რეიგანმა.


–დიდ ძუძუს პენტაგონს და სამხედროებს აწოვებ, ხოლო პატარათი ამერიკელ ხალხს-უპასუხა ბრჟნევმა.


ახლა რეიგანმა დახატა ბრეჟნევი ისევ ისე, ერთი დიდი ძუძუთი, ხოლო მეორე პატარათი.


–დიდ ძუძუს თანამეგობრების ქვეყნებს აწოვებ, პატარათი განვითარებად ქვეყნებს-აუხსნა რეიგანმა.

-აბა ხალხი?-გაკვირვებით ჰკითხა ბრეჟნევმა.

–ჩვენ ხომ შევთანხმდით მარტო წელსზემოთ უნდა დაგვეხატა ერთმანეთიო-უპასუხა რეიგანმა.



***კაპიტალიზმმა, სოციალიზმმა და კომუნიზმმა გადაწყვიტეს ერთმანეთს შეხვედროდნენ.დათქვეს დრო.


კაპიტალიზმი და კომუნიზმი დათქმულ დროს მივიდნენ ადგილზე.აი სოციალიზმს ძალიან დააგვიანდა.როგორც იქნა მოვიდა.

-სად იყავი აქამდე?-ჰკითხეს ერთდროულად.

-ხორცის რიგში ვიდექი-უპასუხა სოციალიზმმა

-რიგი რა არის?-იკითხა კაპიტალიზმმა.

-ხორცი რაღა არის?–გაოცებისგან პირი დააღო კომუნიზმმა.



***ჩერჩილი რუზველი და სტალინი დანიძლავდნენ, ვინ უფრო უყვარს ხალხს.

დაუძახეს ამერიკელს, ბრიტანელს და საბჭოთა მოქალაქეს.


ჩერჩილი ეკითხება ბრიტანელს:"შეგიძლია ჩემს გამო უფსკულში გადახტე?


-არა ბატონო პრემიერ-მინისტრო, 4 შვილი მყავს, ცოლი და მოხუცი მშობლები.


ახლა რუზველტი ეკითხება ამერიკელს იგივეს.

-არა ბატონო პრეზიდენტო, ოჯახი მყავს, მშობლები, ნათესავები.


დადგა სტალინის ჯერი, ეკითხება საბჭოთა მოქალაქეს:-გადახტები ჩემი გულისთვის?

-რა თქმა უნდა დიდო ბელადო! გთხოვთ დამრთოთ ნება გადავხტე!


სტალინი თავს დაუქნევს და ისიც გარბის უფსკულისკენ.ჩერჩილი და რუზველტი უმალ აკავებენ და ეკითხებიან: გაგიჟდი?რას შვრები?ხომ შეგიძლია უარი უთხრა!


-არა არ შემიძლია, მე ხომ ცოლი მყავს, შვილები და მოხუცი მშობლები!


image

***ამერიკელი: ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ, ნებისმიერს შეუძლია გამოვიდეს თეთრი სახლის წინ ვაშინგტონში და და დაიყვიროს:"რეიგანი სულელია!"და ამისთვის არავინ არაფერს არ ეტყვის.


რუსი: ჩვენც თავისუფალი ქვეყანა ვართ, ნებისმიერ საბჭოთა მოქალაქეს შეუძლია გამოვიდეს წითელ მოედანზე მოსკოვში და დაიყვიროს:"რეიგანი სულელია!" და მასაც არავინ არაფერს არ ეტყვის.



***ინტერვიუ სტალინთან:" რის კოლექციას აგროვებთ იოსებ ბესარიონის ძევ?

-ანეკდოტებს საკუთარ თავზე.

-და ბევრი შეაგროვეთ?

-კი, უკვე 7 გულაგის ბანაკი.


0
2401
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2401
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0