კონფლიქტები შესაძლოა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი დაიწყოს! 2016, 3 აპრილი, 22:07 შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობა
უკიდურესად დაიძაბა. მთიანი ყარაბახის კონფლიქტი უკვე დაიწყო,
კონფლიქტის ზონაში დაპირისპირებისას აზერბაიჯანული მხარის დანაკარგმა 200 გარდაცვლილს გადააჭარბა. ამ ინფორმაციას ავრცელებს სომხური მედია.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, პარასკევს საღამოს საათებიდან დაწყებული,
შაბათი დღის შუა განაკვეთამდე სომხური მხარე შეუჩერებლად უტევდა აზერბაიჯანელ სამხედროებს. აზერბაიჯანელი სამხედროების საპასუხო იერიშის შედეგად, 100-ზე მეტი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა. სიტუაცია ამჟამად კვლავ დაძაბულ ვითარებაშია. ვნახოთ რა იქნება მომდევნო დღეებში... როგორც სომხური მხარე ახადებს, კონფლიქტის ზონაში 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ყველაზე მეტად ვითარება სწორედ ახლა დაიძაბა. სომხური მხარე აშშ-ის, რუსეთს და საფრანგეთს მოუწოდებს შუამავლობისკენ. "სომხეთი მზადაა გადადგას საჭირო ნაბიჯები ვითარების სტაბილურობისთვის", - განაცადა სომხეთის პრემიერმა ჰოვიკ აბრაჰამიანმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი, საერთაშორისო საზოგადოებას სომხეთის ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდებს. თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუ სომხეთი კიდევ ერთხელ დაარღვევს ცეცხლის "შეწყვეტის პირობას", თურქეთი მიიღებს ყველანაირ ზომებს მეგობარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის... 383 11-ს მოსწონს
|