სხვა რეკორდსმენი ცხოველები. თქვენი აზრით, რომელია ყველაზე ძლიერი არსება დედამიწაზე? 2016, 11 ოქტომბერი, 11:05 ჩვენ, ყველანი, დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს ინფორმაციას ადამიანების მიერ დამყარებული რეკორდების შესახებ. მაგ., ყველაზე სწრაფი, ყველაზე ხანდაზმული, ყველაზე ძლიერი და ა. შ. მაგრამ, არიან სხვა ცოცხალი არსებები, რომლთა რეკორდები ბევრად უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე ჩვენი. მაგალითად, სეიშელის გიგანტური კუ, სახელად ჯონათანი 183 წლის არის და ყველაზე ხანდაზმული ცოცხალი არსებაა ხმელეთზე. ხოლო, ყველაზე ხანდაზმულმა ადამიანმა, რომლის ასაკი ოფიციალურად არის დადასტურებული, მხოლოდ 122 წელი იცოცხლა. რაც შეეხება სიჩქარეს, ამ მხრივ, ყველაზე სწრაფი შავარდენია. მას შეუძლია 386 კმ/სთ სიჩქარით ფრენა, რაც თითქმის იგივეა, რაც ფერარის მიერ განვითარებული სიჩქარე (395 კმ/სთ). ცხოველების ეს რეკორდები, რა თქმა უნდა, არავის აკვირვებს, რადგან მათ სამყაროში უამრავი უჩვეულო არსება არის, რომელსაც შეუძლია თავისი უნიკალურობით და შესანიშნავი ფიზიკური მონაცემებით იტრაბახოს. თუმცა, ამ საოცარ სამყაროშიც არიან რეკორდსმენები, რომლებიც განსაცვიფრებლად განსხვავდებიან საკუთარი თანამოძმეებისგა და ზოგადად, ცხოველთა სამყაროს სხვა წარმომადგენლებისგან. ქვემოთ სწორედ ამ კატეგორიის ცხოველები არიან წარმოდგენილები: ყველაზე პატარა ძაღლი პლანეტაზე ყველაზე პატარა ძაღლი მილი, ჩიხუახუას ჯიშის ყველაზე პატარა წარმომადგენელი, რომლის სიმაღლე მხოლოდ 9, 65 სანტიმეტრია. მისი გაზომვა 2013 წლის 21 თებერვალს მოხდა. მილი პუერტო-რიკოელ ვანესა სემლერს (Vanesa Semler) ეკუთვნის. ყველაზე ხმამაღალი სიმღერა ცისფერი ვეშაპი ყველაზე დიდი და მძიმე ცხოველია ჩვენს პლანეტაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ის კიდევ ერთ კატეგორიაში არის გამარჯვებული – ყველაზე ხმაურიანი არსება არის დედამიწის ზურგზე. მათ მიერ გამოცემული დაბალსიხშირიანი ბგერები 188 დეციბელამდე აღწევს (რაც უფრო ხმამაღალია, ვიდრე რეაქტიული თვითმფრინავის ძრავის ხმა) და მისი გაგონება 800 კილომეტრის დაშორებით შეიძლება. ყველაზე დიდი კატა კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელი ჰერკულესია (Hercules), ზრდასრული ხვადი ლიგრი (ლომის და ვეფხვის ნარევი). ამ მომენტისთვის ის «Myrtle Beach Safari» ბუნებრივ ნაკრძალში იმყოფება, სამხრეთ კაროლინის შტატში. მისი სიგრძე 3, 33 მეტრია, ხოლო სიმაღლე – კისრის მალამდე, 1, 25 მეტრი. მსოფლიოში ყველაზე დიდი კატა 418, 2 კგ-ს იწონის. ყველაზე ძლიერი, ფაუნის წარმომადგენლებს შორის ექსპერიმენტის მსვლელობის დროს დადგინეს, რომ ამ სახეობის ხოჭოს, თავის წონასთან შედარებით, 1141-ჯერ უფრო მძიმე ტვირთის გათრევა შეუძლია. ეს იგივეა, რომ ადამიანმა 82 ტონის მქონე ნივთი გადაადგილოს. ყველაზე ხანგრძლივი მიგრაცია პოლარული თევზიყლაპია, პატარა ზღვის ფრინველი, ყველაზე ხანგრძლივ მიგრაციას ახორციელებს მსოფლიოში. ცოტა ხნის წინ დაადგინეს, რომ ამ ფრინველების მიგრირების საშუალო მაჩვენებელი, წელიწადში 90 000 კმ-ს შეადგენს, რაც 2-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე მეცნიერებს წარმოედგინათ. ყველაზე შხამიანი, შხამიანებს შორის დედამიწაზე ყველაზე სახიფათო არსება მედუზა–კოლოფი (Chironex fleckeri) არის. მედუზა სასიკვდილოდ სახიფათოა და მისი თავდასხმის შემთხვევაში, გადარჩენის შანსი არ არსებობს. ბინადრობს ავსტრალიის, ფილიპინების და ვიეტნამის სანაპირო წყლებში. ითვლება, რომ მისი ერთი კბენის დროს გამოყოფილი შხამი, 60 ადამიანის მოსაკლავად სავსებთ საკმარისია. ცხვარი ყველაზე დიდი რაოდენობის ბეწვით ფრთების ყველაზე სწრაფი მოძრაობა ყველაზე საშიში ჭიანჭველა
ყველაზე დიდი ტვინის მქონე ცხოველი ყველაზე დიდი კვერცხი, რომელიც დღეს მცხოვრებმა ფრინველმა დადო ყველაზე დიდი კვერცხი, რომლის მასა 2, 589 კილოგრამია, 2008 წლის 17 მაისს სირაქლემამ დადო ბურლენგის ფერმაში (შვეცია). ყველაზე კარგი ყნოსვის ცხოველი როგორც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, აფრიკულ სპილოს ყველაზე კარგი ყნოსვა აქვს ცხოველებს შორის. სპილოს 2-ჯერ უფრო მეტი ყნოსვის უჯრედი აქვს, ვიდრე ძაღლს და 5-ჯერ უფრო მეტი – ვიდრე ადამიანს, რაც მას, დაახლოებით, 19 კმ-ით დაშორებით მდებარე წყლის შეგრძნების საშუალებას აძლევს. კატა ყველაზე გრძელი ბეწვით ყველაზე ძლიერი კბენა ყველაზე ღრმად მყვინთავი ძუძუმწოვარი ყველაზე გაუმაძღარი ძუძუმწოვრებს შორი სხეულის ზომასთან შედარებით, საკვების რაოდენობის მიღების მხრივ, ლიდერი ჩვეულებრივი ბიგა (Sorex araneus) არის. ყოველ დღე ის 3-ჯერ უფრო მეტ საკვებს ჭამს, ვიდრე თავად იწონის. მაგ., სპილო, იმისთვის რომ იარსებოს, თავისი მასის მხოლოდ 1/20 ნაწილის საკვებს იღებს. ყველაზე დიდი თვალები 716 11-ს მოსწონს
|