x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ბანანის ბლინები
imageშემადგენლობა:

2 დიდი ზომის ბანანი,
300 მლ რძე;

1-2 ს/კ ზეთი;

175 გ. ფქვილი;
შაქარი 2 ს/კ;

4 ცალი კვერცხი ;

მწიკვი მარილი.

სოუსისთვის:

ბანანი,
200 მლ ნაღები;

1 ს/კ შაქარი
მომზადება:

ფქვილი, მარილი, კვერცხი და რძე მოათავსეთ ბლენდერში და ათქვიფეთ.
ბანანი გაფრცქვენით, დაჭერით წვრილად და დაამატეთ ცომში, კიდევ ერთხელ ათქვიფეთ.

ცომი ჩაასხით ჯამში და გააჩერეთ 1 სთ.
გააცხელეთ ტაფა, წაუსვით ზეთი, დაასხით ცოტა ცომი, წრიული მოძრაობით გაანაწილეთ ტაფის ზედაპირზე. 1, 5-2 წუთის შემდეგ ბლინი გადააბრუნეთ. გამოაცხვეთ კიდევ 40 წმ.
ასევე გამოაცხვეთ დანარჩენი ბლინებიც.

მოამზადეთ სოუსი.

ბანანი გაფრცქვენით, წვრილად დაჭერით. ნაღები ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაამატეთ დაჭრილი ბანანი და აურიეთ.
სუფრასთან მიიტანეთ ცხელ ბლინებთან ერთად.

1
2136
4-ს მოსწონს
ავტორი:ზაზა ძაძამია
ზაზა ძაძამია
2136
  
2013, 31 იანვარი, 12:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1