x
image
ვიზა კოხაძე
"უგვირგვინო მეფედ" აღიარებულ ამ ბოსტნეულს ძველი რომაელებისგან განსხვავებით ჩვენი წინაპრები XV საუკუნეში გაეცნენ
image

სტატიაში მხოლოდ რამდენიმე სასარგებლო თვისებას გაგაცნობთ - თუ რა დადებითი თვისებების მატარებელია სტაფილო და რაში გამოიხატება მისი უდავო სარგებელი?

1) სტაფილოს დიეტით - 3 დღეში 3, 5 კგ-ს დაიკლებთ - გახეხეთ 1 საშუალო ზომის სტაფილო, აუცილებლად ჩააწურეთ ლიმონის წვენი, შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი, ყოველ მიებაზე შეგიძლიათ დაამატოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ხილი(ვაშლი, კივი, გრეიფრუტი, ფორთოხალი, ბროწეული).სტაფილოს შეგიძლიათ ჩაახეხოთ ვაშლი.ვახშმად სტაფილოს ნაცვლად შეგიძლიათ მიირთვათ გრეიფრუტი, რაც შეიძლება მეტი მიიეთ წყალი და ჩაი (უშაქრო).

image2 ) სტაფილოს წვენი-ხელს უწყობს ტვინის "გამართულ" მუშაობას. ის არის ძალიან სასარგებლო და აძლიერებს ნერვულ სისტემას. სტაფილოს წვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც თავის გარეგნულ იერზე ზრუნავს. მასში შემავალი ბეტა-კაროტინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანის ფერს და მდგომარეობას. აძლიერებს თმას და სასიცოცხლო ტოუსს უბრუნებს, დადებითად მოქმედებს ფრჩხილებზე.image3 ) ბოლო დროს ქალბატონების უმრავლესობა აქტიურად მოიხმარენ სტაფილოს წვენს, როგორც საუკეთესო კოსმეტიკურ საშუალებას. კოსმეტოლოგების მტკიცებით გაყინული სტაფილოს წვენი აახალგაზრდავებს სახის კანს. მისგან მომზადებული ფაფა უიშვიათესი საშუალებაა მსუბუქი რუჯის მისაღებადაც.


image4) ვებრძოლოთ ნიკოტინს ბუნებრივი საშუალებებით.სტაფილო შეიცავს A, C და K ვიტამინების საკმაოდ დიდ რაოდენობას.სტაფილოს რეგულარული მიღება განამტკიცებს თქვენ თავდაცვით იმუნიტეტს და გაგიჯანსაღებთ ცხოვრებას.imageარა მარტო დიეტოლოგები და ექიმები ასახელებენ სტაფილოს თავისი კვებითი ღირებულებებით ბოსტნეულთა შორის " უგვირგვინო მეფედ", ჯერ კიდევ ძველი რომაელები ბოსტნეულებში პირველ ადგილს სტაფილოს ანიჭებდნენ და დღესასწაულებზეც ერთმანეთს ტკბილეულის ნაცვლად სტაფილოს ჩუქნიდნენ.

0
108
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0