კინო დაელოდეთ! ჯერ არ დასრულებულა.... 3 ფილმი, რომლებსაც მთელ მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტი ადამიანი ელოდება! 2016, 2 აპრილი, 13:18 ფილმების მოყვარულებო ყურადღებით, განსაკუთრებით საშინელებათა, ფენტეზი, თრილერის და სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებო... თქვენ ხომ გაქვთ რჩეული ფილმების კოლექცია...ზოგიერთი მათგანის გაგრძელებას მოუთმენლად ელით, ამიტომ არ დაყაროთ ფარ-ხმალი... დაელოდეთ უახლოეს მომავალში გამოვა ის 3 ფილმი, რომლებსაც მსოფლიო მასშტაბით უკვე 2 მილიარდზე მეტი ადამიანი ელოდება. მოკლედ, ალბათ უკვე დაგაინტრიგეთ... ეს ფილმები შესაძლოა ბევრს არ მოგწონდეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ უმეტესობა მოუთმენლად ელის საქართველოშიც. დავიწყოთ...
UNDERWORLD: NEXT GENERATION / სხვა სამყარო: შემდეგი თაობა
ცნობილი გახდა "სხვა სამყარო: შემდეგი თაობა"-ს გამოსვლის თარიღი. ცნობილი მსახიობი ქეიტ ბეკინსეილი უბრუნდება სელინის როლს. ძალიან ბევრი ჭორი დადიოდა ამ ოთხი წლის განმავლობაში. ბოლოს გამოსული ფილმი: Underworld Awakening საიდუმლოებებით დასრულდა. ყველა ფილმის გაგრძელებას ელოდა, თუმცა ოფიციალური განცხადება არ მოიპოვებოდა.
ქეით ბეკინსეილი უბრუნდება სელინის როლს ფილმში "სხვა სამყარო: შემდეგი თაობა", რომლის გადაღებებიც დაიწყება მიმდინარე წლის ოქტომბერში პრაღაში.
"სხვა სამყარო: შემდეგი თაობა" კინოგაქირავებაში გამოვა 2016 წლის 21 ოქტომბერს.
ფილმის პირველი ნაწილი მაყურებელმა აიტაცა, მეორე ნაწილის შემდეგ, "სხვა სამყაროს" უკვე ნახევარი მილიონი ფანატი ჰყავდა მსოფლიო მასშტაბით, ამ ყველაფერს დაემატა მესამე და მეოთხე ნაწილებიც. ტრილოგიას ამჯერად მეხუთე ნაწილი დაემატება, უკანასკნელი ინფორმარციით დაახლოებით 350 მილიონი ფანატი ფილმის პრემიერას მოუთმენლად ელის. 2014 წელს გავრცელდა ინფრომაცია, იმის შესახებ, რომ "სხვა სამყაროს" გაგრძელება აღარ ექნებოდა, თუმცა ტრილოგიის მოყვარულების პროტესტების და გულშემატკივრობიდან გამომდინარე 2015 წლის ოქტობრის თვიდან გადაწყდა და დაიწყო მეხუთე ნაწილის გადაღებაც. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, რომლებიც მოულოდნელად ელიან ამ უძლიერესი ფილმის მეხუთე ნაწილის გამოსვლას.
Resident Evil 6: The Final Chapter / ბოროტების სავანე 6: საფინალო თავი
როგორც "სხვა სამყარო", ამ ფილმსაც ძალინ ბევრი ფანატი ჰყავს. უკვე წლების ფილმი გრზელდება და როგორც იქნა 5 წლის შემდეგ, 2017 წელს მეექვსე ნაწილი გამოვა. მოგახსენებთ, რომ მეხუთე ნაწილი 2012 წელს გამოვიდა.
ფილმის გადაღებები რამოდენიმეჯერ გაიდაიდო. პირველად, მილა იოვოვიჩის დუბლორი მძიმედ დაიჭრა, შემდეგ მილა იოვოვიჩის ორსულობა მოჰყვა, ხოლო ბოლოს გასულ წლის დეკემბერში გადამღები ჯგუფიდან ერთი პიროვნება გარდაიცვალა. მოკლედ დათარსულს მეექვსე ნაწილს სავარაუდოდ 2017 წელს ვიხილავთ. ფილმი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია და მსოფლიოს მასშტაბით მილიარდზე მეტი ფანატი ჰყავს.
როგორც ცნობილია, “ბოროტების სავანე” 2016 წლის 2 სექტემბრისთვის უკვე კინოეკრანებზე უნდა იყოს. სასიხარულო ამბავია ისიც, რომ სურათს უენტუორთ მილერის პერსონაჟიც უბრუნდება. ჯერჯერობით უცნობია სიუჟეტის დეტალები.
"მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან“
ფილმში ძირითადად აღწერილია კაპიტან ჯეკ ბეღურას (ჯონი დეპი) თავგადასავლები. მათი მოქმედება მიმდინარეობს გამოგონილ ისტორიულ წარსულში, სამყაროში, რომელშიც ალტერნატიული რეალობა ბატონობს, ძირითად ანტაგონისტად წარმოდგენილია ბრიტანეთის იმპერია და აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია, ხოლო მეკობრეები მმართველი ძალებისგან თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენენ.
ფილმების სერია დაიწყო 2003 წელს პირველი ფილმის, „შავი მარგალიტის წყევლის“ გამოსვლით. წარმატების შემდეგ Walt Disney Pictures-ისგან ცნობილი გახდა, რომ გამოვიდოდა გაგრძელება ტრილოგიის სახით. ფრენჩაიზის მეორე ფილმი, „მკვდრის სკივრი“ გამოვიდა 3 წლის შემდეგ, 2006 წელს. იგი წარმატებული აღმოჩნდა და პრემიერის დღეს ფინანსური რეკორდები მოხსნა. მესამე ფილმი, „მსოფლიოს დასასრული“, 2007 წელს გამოვიდა. მეოთხე, „უცნაურ ნაპირებზე“ გამოვიდა 2011 წლის 20 მაისს, სტანდარტულ 2D, ციფრულ 3-D და IMAX 3D ფორმატებში.
დღეისთვის ფილმის ფრენჩაიზმა მსოფლიო მასშტაბით 3.72 მილიარდ დოლარზე მეტი შეაგროვა. იგი არის ყველა დროის ფილმების სერიაში რიგით მეექვსე შემოსავლიანი პროექტი. იგი აგრეთვე იყო პირველი კინო-ფრენჩაიზი, რომელშიც ერთზე მეტმა ფილმმა 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეაგროვა. მეხუთე ფილმს, „მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან“ ამჟამად იღებენ და გამოვა 2017 წლის 17 ივლისს.
ჩვენი ჩამონათვალის მესამე ფილმი კარიბის ზღვის მეკოობრებია. ნამდვილად სასიამოვნო ფილმი 2017 წლის ივლისის თვეში გამოვა. ფილმს მსოფლიო მასშტაბით 800 მილიონი ფანატი ჰყავს... ერთ-ერთი მათგანი მე ვარ....
UNDERWORLD: NEXT GENERATION / სხვა სამყარო: შემდეგი თაობა როლებში: კეიტ ბეკინსეილი, თეო ჯეიმსი, ბრედლი ჯეიმსი გამოსვლის თარიღი: 2016 წლის ოქტომბერი ![]() Resident Evil 6: The Final Chapter / ბოროტების სავანე 6: საფინალო თავი როლებში: მილა იოვოვიჩი, კლერ რედფილდი, იენ გლენი გამოსვლის თარიღი: 2017 წლის 27 იანვარი ![]() Pirates of the Caribbean: Dead Men Tell No Tales/კარიბის ზღვის მეკობრეები: „მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან“ როლებში: ორალნდო ბლუმი, ჯონი დეპი, ხავიერ ბარდემი, კირა ნაიტლი გამოსვლის თარიღი: 17 ივლისი 2017 წელი
![]()
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 386 13-ს მოსწონს
|