სხვა 40 წლის აზიელი ქალბატონი 20 წლის გოგონასავით გამოიყურება. გაინტერესებთ როგორ? 2016, 4 აპრილი, 8:25 გააკეთეთ ეს 4 გამაახალგაზრდავებელი პროცედურა და დაივიწყეთ სახის ლიფტინგის ძვირადღირებული პროცედურების შესახებ. 1. კანის გასწორება შუბლზე პლიუსები: ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას შუბლის კუნთის მოშვებისა და ამ ზონაზე დაწოლის შედეგად, სადაც დაძაბულობა უფრო მეტია. შესრულების ხერხი: 1. შეკარით მუშტები. საჩვენებელი და შუა თითის ძვლების საშუალებით შუბლის შუა ნაწილს მჭიდროდ დააწექით. 4. გაიმეორეთ 4-ჯერ. 2. ყელის ზონა პლიუსები: ამკვრივებს ზონას ყელსა და ნიკაპის ქვეშ. ხელს უშლის კანის ჩამოკიდებასა და ორმაგი ღაბაბის წარმოქმნას. შესრულების ხერხი: 1. ტუჩები მილისებურად წამოსწიეთ და მიმართეთ ერთი მიმართულებით ისე ძლიერ, რამდენადაც შეძლებთ (ლოყებში დაჭიმულობა უნდა იგრძნოთ). 2. თავი იმავე მიმართულებით მიაბრუნეთ, შეეცადეთ იქამდე მიაბრუნოთ, სანამ კუთხე დაახლოებით 45 გრადუსს არ მიაღწევს. ლოყებზე დაჭიმულობას იგრძნობთ. 3. ამ მდგომარეობაში თავი 3 წამის მანძილზე გააჩერეთ. 4. გაიმეორეთ იგივე მეორე მხარეს.3. სახის ლიფტინგი პლიუსები: ასწორებს ნაოჭებს ცხვირისა და პირის მიდამოში (ე.წ. "ღიმილის ნაოჭები"), ჭიმავს კანს ლოყებსა და თვალის ირგვლივ. შესრულების ხერხი: 1. ორივე ხელის გული დაიდეთ საფეთქლებზე. 2. აჭიმეთ ერთად ხელის გულებით სახის ორივე ნაწილი. 3. პირი გამოწიეთ ისე, თითქოს ამბობთ ასო "ო"-ს. ყბა ქვემოთ ჩამოსწიეთ რამდენადაც შეძლებთ – სახე მაქსიმალურად გრძელი რომ იყოს. 4. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 5 წუთის მანძილზე. გაიმეორეთ კიდევ 2-ჯერ.4. თვალის ქუთუთოების დაჭიმვა პლიუსები: ჭიმავს ჩამოშვებულ ქუთუთოებს და კანს თვალის ირგვლივ, ასწორებს ნაოჭებს პირისა და ცხვირის მიდამოში. შესრულების ხერხი: 1. ჩამოუშვით მხრები, ერთი ხელი ზემოთ ასწიეთ, შემდეგ თავზე გადაიდეთ და თითის წვერებით შეეხეთ საფეთქელს. 2. ნაზად დააწექით თითებით და დაჭიმეთ სახე, შემდეგ კი თავი მხრისკენ გადახარეთ. ამ დროს წელში გამართული უნდა იყოთ. 3. შეყოვნდით ამ მდგომარეობაში და პირით ნელა ამოისუნთქეთ. 4. გააკეთეთ ეს ვარჯიში მეორე მხარესაც.მნიშვნელოვანია! საკვანძო მომენტს ამ ვარჯიშში თითების მდებარეობა წარმოადგენს, ამიტომ სარკის წინ დარწმუნდით, რომ ყველაფერს სწორედ ასრულებთ. აუცილებელია, რომ არათითი წარბის შიდა კუთხეში მოვათავსოთ, ხოლო შუა თითი საფეთქელზე. ამ მდგომარეობაში უნდა გეკავოთ თითები მთელი ვარჯიშის მანძილზე:
4230 18-ს მოსწონს 1-ს არა
|