x
image
alex999
როგორ გამოიყურება სახალხო დამცველის 105 000 ლარად ღირებული "მერსედესი"?
ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ძველ, 2009 წელს გამოშვებულ 7 ათას ლარად შეფასებულ Hyundai Tucson-ს ახალი, 105 ათას ლარად ღირებული "მერსედესის" მარკის ავტომობილით ანაცვლებს.


ეს ინფორმაცია თავდაპირველად on.ge-მ გაავრცელა, თუმცა მოგვიანებით, სახალხო

დამცველის ოფისის თანამშრომლებმაც დაადასტურეს.


ომბუდსმენის ოფისმა 2016 წლის 23 მარტს ტენდერის გარეშე, გამარტივებული, პირდაპირი შესყიდვის წესით ხელშეკრულება გააფორმა შპს "ავტო თრეიდ ინთან", რომლის მიხედვითაც, ის აღნიშნული კომპანიისგან ყიდულობს ახალ, 2016 წელს გამოშვებულ, შავი ფერის ავტომობილს, Mercedes-benz GLA 250 4matic-ს.



image


შპს "ავტო თრეიდ ინმა" სახალხო დამცველის ოფისს ახალი ავტომობილი 2016 წლის 15 აპრილამდე უნდა მიაწოდოს, სანაცვლოდ კი კომპანია 7 ათას ლარად შეფასებულ Hyundai Tucson-ს მიიღებს. გარდა ამისა, ფასთა სხვაობა - 98 500 ლარი ომბუდსმენის ოფისმა კომპანიას მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 საბანკო დღეში უნდა გადაურიცხოს. დაფინანსების წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია. ავტომობილის შესყიდვის ხელშეკრულებას ხელს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე აწერს.


imageსახალხო დამცველის აპარატმა იმავე კომპანიისგან მიმდინარე წლის 10 თებერვალს ასევე იყიდა ახალი, 2015 წლის Toyota land cruiser 150, რომლის ღირებულებაც არის $48 500, სანაცვლოდ კი მას გადასცა 2008 წელს გამოშვებული, 25 000 ლარად შეფასებული Volkswagen Touareg. ფასთა შორის სხვაობა უნაღდო ანგარიშსწორებით დაიფარა.


წარმოგიდგენთ ვიდეოს, სადაც სახალხო დამცველი უახლესი ავტომობილის

პრეზენტაციაა წარმოდგენილი...












1
2449
13-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
2449
  
2016, 1 აპრილი, 22:25
რაში ენეღვლებათ რა????
0 1 1