x
image
ციცი
Mediator image
"რეალურად ჩემს წარმოდგენაში ისინი გარდაცვლილები არც არიან..."-მაგდა პაპიძის გამოსვლა სასამართლო სხდომაზე

image
31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი. მაგდა პაპიძე თავს დამნაშავედ არ სცნობს და მან მოითხოვა, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. მოსამართლემ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა და 7 აპრილს გაიმართება სასამართლო სხდომა, რომელზეც ბრალდებულის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

მაგდა პაპიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ იგი თითოეულ დეტალზე გააკეთებდა კომენტარს.
მან კვლავ გაიმეორა ის ვერსია, რომ მეუღლე და მისი შვილი სასეირნოდ იყვნენ წასული და როდესაც გვიან ღამით მათ მოსაძებნად წავიდა, აღმოაჩინა მათი სხეულები სადარბაზოში და რადგან ცოცხლები ეგონა, ცდილობდა რომ ისინი საავადმყოფოში გადაეყვანა.


"პროკურორები და გამომძიებლები ჩემს მიმართ აქცენტს აკეთებენ, რომ კონკრეტულად მე ჩავიდინე ეს. მე მესმის ბრალდებული ვარ, მაგრამ მე მოვითხოვ, როგორც ბრალდებული, შვილმკვდარი დედა და ქვრივი აქცენტს ნუ აკეთებთ, რომ ეს ჩემი ჩადენილია."

"ეს არის შესაძლო შემთხვევა და დასამტკიცებელია პირველ რიგში. მეორე რაც მე მინდა ვთქვა აუცილებლად, ჩემი სულიერი მდგომარეობაა, იმის გამო, რომ მევერ ვიტირე ჩემი ორი მკვდარი, ჩემი ორი კაცი, ჩემი მეუღლე და შვილი, სული მაქვს გაგლეჯილი, რადგან ჩემს ხელებში ისინი როგორც თბილები ისე ჩამრჩნენ. რეალურად ჩემს წარმოდგენაში ისინი გარდაცვლილები არც არიან. მე თავისუფლება თუ მენდომებოდა პირველ რიგში, მე და ჩემმა ღმერთმა ვიცით რისთვის მენდომებოდა, იმისთვის მენდომებოდა, რომ გული მომეოხებინა და ადამიანურად მეგრძნო ის ტკივილი, რაც გადამხდა და რაც აღარ მაქვს. მაგდა პაპიძეს მიმალვა არსად არ უცდია! მაგდა პაპიძე შველას სთხოვდა პირველ რიგში სამეზობლოს, სამედიცინო პერსონალს, ტრასაზე ვიდექი და ხელებს ვუქნევდი, სასწრაფო დახმარების მანქანას, სასწრაფო დახმარების ბრიგადას, ვანიშნებდი საით ვიყავი. მაგდა პაპიძე არსად არ დამალულა, გაცხოველებული ითხოვდა სიამრთლეს და შველას..."

0
436
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
436
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0