საზოგადოება უკანონო და უცნაური სახელები ანუ აკრძალული სახელები სხვადასხვა ქვეყანაში 2016, 31 მარტი, 22:01 მონა ლიზა.... ყველა ადამიანის სახელი კანონიერ ძალას არ ატარებს, რადგან ეს სახელები რიგ შემთხვევაში მშობლების გამოგონილი სახელებია, ზოგიერთ ქვეყანაში ეს უბრალოდ მიუღებელია. თქვენ გსურთ შვილს დაარქვათ ჰარმონიული და ლამაზი სახელი -ეს ყველა მშობელის სურვილი და მიზანია, თუმცა უცნაური სახელის მქონე ბავშვისთვის ცხოვრება რთული იქნება, რადგან არასწორად შერქმეულმა სახელმა შეიძლება ბავშვისთვის უარყოფითი გავლენა მოახდინოს მის ცხოვრებაზე. მსოფლიოს რიგ ქვეყნებში უცნაური და გამოგონილი სახელის დარქმევა ახალშობილისთვის აკრძალულიცა.მაგალითად, მექსიკაში აკრძალულია შემდეგი სახელები:ლედი დი, ფეისბუქი, იაჰუ, როლინგ სტოუნი-ამით ქვეყანა შეეცადა ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ეზრუნა და სახელისგან გამომდინარე მიყენბული ტრავა თავიდან აერიდებინა. გარდა ამისა, მექსიკაში აკრძალულია ბავშვს დაერქვას წიგნებისა თუ ფილმების გმირების სახელი-ჰარი, ჯეიმს ბონდი, სუპერმენი და ასევე სუპერ-გმირების სახელები. მალაიზია:აქ აკრძალვა ვრცელდება ცხოველებისა და სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის საპატივცემულოდ შერქმეულ სახელებზე. საუდის არაბეთში რელიგია კრძალავს ისეთი სახელებს, როგორიცაა მალაქი(ანგელოზი), ჯიბრილო (გაბიელი), ამის მიუხედავად არსებობს დასავლური სახელები, როგორიცა მაია, ლორინი და ლინდა. პორტუგალია:ტომი, რომი, სემი და მონა ლიზა. გერმანიაში აკრძალვა ვრცელდება: ანდერსონი, ტობი, ტეილორი, ქუინი და მატი, ასევე უსამა ბირ ლადენისა და ჰიტლერის სახელებზე.
144 2-ს მოსწონს
|