x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
გოგონამ მეგობარი ბიჭი Facebook-ში ბევრი დროის გატარების გამო მოკლა

image23 წლის ინგლისელ გოგონას ლანკასტერის საგრაფოდან, საკუთარი მეგობარი ბიჭის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

ტერი-მარი პალმერმა დეიმონ სირზონს დანით სასიკვდილო ჭრილობები იმის გამო მიაყენა, რომ იგი საკმაოდ დიდ დროს უთმობდა Facebook-ს.
23 წლის დეიმონ სირზონის ცხედარი ლანკასტერის პოლიციამ 2015 წლის აგვისტოში აღმოაჩინა. გვამს სერიოზული ჭრილობები აღენიშნებოდა გულმკერდის არეში.
როგორც დამნაშავის ჩვენებიდან ირკვევა, ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, პალმერმა მეგობარს უთხრა: „ის მთელ დროს Facebook-ში ატარებს, საერთოდ არ მაქცევს ყურადღებას, როცა ამ დროს ველაპარაკები. მხოლოდ ზის Facebook-ში და უამრავ გოგონას იმატებს“, —იუწყება სააგენტო LEP-ი.
პალმერის განცხადებით, ის შეყვარებულის მიტოვებას და დედის სახლში დაბრუნებას გეგმავდა, რადგან მას უწევდა ბინის მთლიანი ქირის გადახდა, მისი მეგობარი ბიჭი კი ფულს მხოლოდ მობილურ ტელეფონსა და საყიდლებში ხარჯავდა.
ინციდენტის შემდეგ, პალმერმა თავად გამოიძახა სასწრაფო დახმარება და ოფიცერს იქვე გამოუტყდა, რომ დეიმონ სირზონი მან შემთხვევით დაჭრა გულმკერდში მაშინ, როდესაც დანებით თამაშობდნენ.
მკვლელობის იარაღი — დანა დივანზე, გარდაცვლილის გვერდით იპოვეს.
პალმერი ციხეში მინიმუმ 12 წელს გაატარებს, სანამ მას შეწყალების მოთხოვნა შეეძლება.

0
108
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0