სხვა 10 ყველაზე ცნობილი "ოროსანი" 2016, 31 მარტი, 16:04 გთავაზობთ ანტიპედაგოგიურ სტატიას იმის თაობაზე, რომ ოროსნობა სამარცხვინო არაა. ამის დასტურია _ 10 „ოროსანი „ გენიოსი. 1. უინსტონ ჩერჩილი ჩვენს გალერეას ხსნის კლასიკური შემთხვევა. არისტოკრატი მშობლების გათამამებული უფროსი შვილი. ის ძალიან პატარა ასაკიდანვე ვერ ეგუებოდა სწავლების პროცესს. არა იმიტომ, რომ სულელი იყო: მასწავლებლები რეგულარულად პოულობდნენ მას სადმე მყუდრო კუთხეში ასაკისთვის შეუფერებელი წიგნებით. მაგრამ გაკვეთილებზე დასწრებას და მეცადინეობას ჩერჩილი კატეგორიულად უარყოფდა. „ ოროსანი „ უინსტონი შემდეგში ნობელის პრემიას მიიღებს ლიტერატურაში. „ სკოლას არაფერი საერთო არ აქვს განათლებასთან_ წერდა ჩერჩილი_ ეს მხოლოდ ინსტიტუტია, სადაც ბავშვებს უნერგავენ საერთო საცხოვრებლის ძირითად უნარებს“ 2. ვლადიმერ მაიაკოვსკი საბჭოთა ლიტერატურული კრიტიკა დუმდა ვლადიმერ მაიაკოვსკის ჩამორჩენილობაზე. ამას მიაწერდა რევოლუციურ პათოსს... 3. სერგეი კოროლიოვი სერგეი კოროლიოვი, ვისი ხელმძღვანელობითაც შეიქმნა ბალისტიკური და გეოფიზიკური რაკეტები, პირველი თანამგზავრები და კოსმოსური ხომალდები „ვოსტოკი“ და „ ვოსხოდი“ – იყო სამოსანი. 4. რიჩარდ ბენსონი ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს სია არასრულყოფილი იქნებოდა რომელიმე ფინანსური გენიოსის გარეშე. მულტიმილიონერი რიჩარდ ბრენსტონი კორპორაცია Virgin Group-ის დამფუძნებელი და კერძო კოსმოსური ტურიზმის დამაარსებელი, სწორედ რომ შესაფერისი კანდიდატია ამ სიისთვის. გაკვეთილებზე მომავალ ფინანსურ მაგნატს ორი სიტყვის გადაბმა არ შეეძლო_ ზმუოდა, ენა ებმოდა და ყოველ ჯერზე წითლდებოდა როცა დაფასთან იძახებდნენ. 5. ისააკ ნიუტონი ისააკ ნიუტონი კლასში ყველაზე ცუდად სწავლობდა მანამდე, სანამ ერთმა მოზარდმა არ სცემა. ამ ფაქტის შემდეგ, მან გადაწყვიტა მისთვის ცოდნაში ეჯობნა და უკვე რამდენიმე თვეში ის ჯგუფში პირველი მოსწავლე გახდა. 6. ნაპოლეონი ნაპოლეონი ყველა საგანს ცუდად სწავლობდა მათემატიკის გარდა. 7. ლუდვიგ ვან ბეთხოვენი ლუდვიგ ვან ბეთხოვენი შეცდომებით წერდა, რიცხვების გაყოფა და გამრავლება ვერაფრით ვერ ისწავლა ისევე, როგორც მამა ალექსანდრე დუიმამ. 8. ალბერტ აინშტაინი ალბერტ აინშტაინი- ფარდოფითობის თეორიის ავტორი და ნობელის პრემიის ლაურეატი, საშუალო დონეზე სწავლობდა. მისი მშობლები ნაცნობებთან აღიარებდნენ, რომ არანაირი ილუზია არ ქონდათ მის მომავალზე, მხოლოდ იმ იმედით იყვნენ, რომ თუნდაც უბრალო სამსახურში იმუშავებდა. 9. ალექსანდრე პუშკინი პუშკინს ძალიან ცუდი შედეგები ჰქონდა ლიცეუმში და მათემატიკის გაკვეთილებზე ტიროდა. ატესტაციის შემდეგ დიპლომების გადაცემისას ის მეორე იყო -ბოლოდან. 10. ანტონ ჩეხოვი რუსი მწელებიდან ყველაზე ინტელიგენტი მწერალი გულახდილად რომ ვთქვათ, არ ბრწყინავდა სკოლაში. ორჯერ იყო ჩარჩენილი გიმნაზიაში … ...არ გაამართლეს იმდები! წარმატებები სკოლაში, მომავალში დიდი მიღწევების გარანტია არ არის თურმე. ზოგჯერ -პირიქითაც ხდება! მოგოყვანთ ორ მაგალითს ვუნდერკინდისას, ვისგანაც არაფერიც არ გამოვიდა. ნიკა ტურბინა უკრაინელი გოგონა, რომელმაც ლექსების წერა 4 წლიდან დაიწყო. 9 წლის იყო, მოსკოვში რომ გამოვიდა მისი პირველი კრებული ევგენი ევტუშენკოს წინასიტყვაობით. შმდეგ იყო ვენეციის ფესტივალის მთავარი პრიზი, მოგზაურობა ბროდსკისთან, გამოსვლები ტელევიზიით... 16 წლისთვის უკვე დიდებამ ჩაქრობა დაიწყო. ნიკამ ვერ დაამთავრა ლიტერატურის ინსტიტუტი, ვერ ნახა სამსახური, მუდმივად მკურნალობდა ალკოჰოლიზმს. 27 წლის არავისთვის საჭირო პოეტესამ თავი მოიკლა. კრისტოფერ ლანგანი აშშ-ს ყველაზე მაღალი IQ-ს მქონე ადამიანი. 6 თვისამ დაიწყო ლაპარაკი, 4 წლისამ თვითონ ისწავლა კითხვა. სკოლაში იყო ფრიადოსანი. უნივერსიტეტი მიატოვა იმიტომ, რომ თვლიდა, რომ შეუძლია „თავის პროფესორებს მისცეს მეტი, ვიდრე ისინი მას მისცემენ.“ თუმცა, სამეცნიერო კარიერა მას არ გაუკეთებია. 1999 წელს „ყველაზე ჭკვიანი ამერიკელი“ ჟურნალისტებმა მოძებნეს და სენსაციური სიუჟეტიც გააკეთეს. ეს სწრაფად ჩაწყნარდა. კრისტოფერი დღემდე ცხოვრობს პროვინციაში და მეტყევედ მუშაობს! შენიშვნა: ( ის რაც სტატიაში არ ეწერა.) ნიკა ტურბინა დაავადებული იყო ასთმით, მისი ყველაზე რთული გამოვლინებებით. ტანჯვისგან ადრეულად „დაბრძენებულმა“, ღამის შეტევების უსასრულო მოლოდინებში, მან დაიწყო არაბავშვური ლექსების წერა ( 5 წლისამ), რომელსაც დედა იწერდა... და მომავალში მისი თვითმკვლელობაც საკმაოდ საკამათო თემა იყო.. კრისტოფერ ლანგანი შეიძლება ბევრად უფრო ბედნიერად გრძნობს თავს ბუნებასთან ახლოს, ვიდრე - ბილ გეიტსი! ბრენსტონი დისლექციით იტანჯებოდა. ამიტომ ვერ აბამდა ორ სიტყვას თავისუფლად... 45098 19-ს მოსწონს |
მაგალითად აინშტაინზე, იხილეთ მისი ატესტატი http://allforchildren.ru/why/misc63.php
:)
რაც შეეხება ''ქიმიის და ფიზიკის სწავლას'' დღევანდელ სამყაროში მართლაც რომ აუცილებელია მათი ცოდნა პატარა დოზით მაინც.