x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
10 ყველაზე ცნობილი "ოროსანი"
გთავაზობთ ანტიპედაგოგიურ სტატიას იმის თაობაზე, რომ
ოროსნობა სამარცხვინო არაა. ამის დასტურია _ 10 „ოროსანი „ გენიოსი.


1. უინსტონ ჩერჩილი

image
ჩვენს გალერეას ხსნის კლასიკური შემთხვევა. არისტოკრატი მშობლების გათამამებული უფროსი შვილი. ის ძალიან პატარა ასაკიდანვე ვერ ეგუებოდა სწავლების პროცესს. არა იმიტომ, რომ სულელი იყო: მასწავლებლები რეგულარულად პოულობდნენ მას სადმე მყუდრო კუთხეში ასაკისთვის შეუფერებელი წიგნებით.
მაგრამ გაკვეთილებზე დასწრებას და მეცადინეობას ჩერჩილი კატეგორიულად უარყოფდა. „ ოროსანი „ უინსტონი შემდეგში ნობელის პრემიას მიიღებს ლიტერატურაში.
„ სკოლას არაფერი საერთო არ აქვს განათლებასთან_ წერდა ჩერჩილი_ ეს მხოლოდ ინსტიტუტია, სადაც ბავშვებს უნერგავენ საერთო საცხოვრებლის ძირითად უნარებს“


2. ვლადიმერ მაიაკოვსკი

image
საბჭოთა ლიტერატურული კრიტიკა დუმდა ვლადიმერ მაიაკოვსკის ჩამორჩენილობაზე. ამას მიაწერდა რევოლუციურ პათოსს...

3. სერგეი კოროლიოვი


image


სერგეი კოროლიოვი, ვისი ხელმძღვანელობითაც შეიქმნა ბალისტიკური
და გეოფიზიკური რაკეტები, პირველი თანამგზავრები და კოსმოსური ხომალდები „ვოსტოკი“ და „ ვოსხოდი“ – იყო სამოსანი.

4. რიჩარდ ბენსონი


image


ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს სია არასრულყოფილი იქნებოდა რომელიმე ფინანსური გენიოსის გარეშე. მულტიმილიონერი რიჩარდ ბრენსტონი კორპორაცია Virgin Group-ის დამფუძნებელი და კერძო კოსმოსური ტურიზმის დამაარსებელი, სწორედ რომ შესაფერისი კანდიდატია ამ სიისთვის. გაკვეთილებზე მომავალ ფინანსურ მაგნატს ორი სიტყვის გადაბმა არ შეეძლო_ ზმუოდა, ენა ებმოდა და ყოველ ჯერზე წითლდებოდა როცა დაფასთან იძახებდნენ.


5. ისააკ ნიუტონი


image


ისააკ ნიუტონი კლასში ყველაზე ცუდად სწავლობდა მანამდე, სანამ ერთმა მოზარდმა არ სცემა. ამ ფაქტის შემდეგ, მან გადაწყვიტა მისთვის ცოდნაში ეჯობნა და უკვე რამდენიმე თვეში ის ჯგუფში პირველი მოსწავლე გახდა.

6. ნაპოლეონი


image


ნაპოლეონი ყველა საგანს ცუდად სწავლობდა მათემატიკის გარდა.


7. ლუდვიგ ვან ბეთხოვენი


image


ლუდვიგ ვან ბეთხოვენი შეცდომებით წერდა, რიცხვების გაყოფა და გამრავლება ვერაფრით ვერ ისწავლა ისევე, როგორც მამა ალექსანდრე დუიმამ.


8. ალბერტ აინშტაინი


image

ალბერტ აინშტაინი- ფარდოფითობის თეორიის ავტორი და ნობელის პრემიის ლაურეატი, საშუალო დონეზე სწავლობდა.
მისი მშობლები ნაცნობებთან აღიარებდნენ, რომ არანაირი ილუზია არ ქონდათ მის მომავალზე, მხოლოდ იმ იმედით იყვნენ, რომ თუნდაც უბრალო სამსახურში იმუშავებდა.


9. ალექსანდრე პუშკინი


image


პუშკინს ძალიან ცუდი შედეგები ჰქონდა ლიცეუმში და მათემატიკის გაკვეთილებზე ტიროდა. ატესტაციის შემდეგ დიპლომების გადაცემისას ის მეორე იყო -ბოლოდან.

10. ანტონ ჩეხოვი


image


რუსი მწელებიდან ყველაზე ინტელიგენტი მწერალი გულახდილად რომ ვთქვათ, არ ბრწყინავდა სკოლაში. ორჯერ იყო ჩარჩენილი გიმნაზიაში …

...არ გაამართლეს იმდები!


წარმატებები სკოლაში, მომავალში დიდი მიღწევების გარანტია არ არის თურმე. ზოგჯერ -პირიქითაც ხდება!
მოგოყვანთ ორ მაგალითს ვუნდერკინდისას, ვისგანაც არაფერიც არ გამოვიდა.


ნიკა ტურბინა

imageimage


უკრაინელი გოგონა, რომელმაც ლექსების წერა 4 წლიდან დაიწყო. 9 წლის იყო, მოსკოვში რომ გამოვიდა მისი პირველი კრებული ევგენი ევტუშენკოს წინასიტყვაობით. შმდეგ იყო ვენეციის ფესტივალის მთავარი პრიზი, მოგზაურობა ბროდსკისთან, გამოსვლები ტელევიზიით... 16 წლისთვის უკვე დიდებამ ჩაქრობა დაიწყო. ნიკამ ვერ დაამთავრა ლიტერატურის ინსტიტუტი, ვერ ნახა სამსახური, მუდმივად მკურნალობდა ალკოჰოლიზმს. 27 წლის არავისთვის საჭირო პოეტესამ თავი მოიკლა.


კრისტოფერ ლანგანი

image

აშშ-ს ყველაზე მაღალი IQ-ს მქონე ადამიანი. 6 თვისამ დაიწყო ლაპარაკი, 4 წლისამ თვითონ ისწავლა კითხვა. სკოლაში იყო ფრიადოსანი. უნივერსიტეტი მიატოვა იმიტომ, რომ თვლიდა, რომ შეუძლია „თავის პროფესორებს მისცეს მეტი, ვიდრე ისინი მას მისცემენ.“
თუმცა, სამეცნიერო კარიერა მას არ გაუკეთებია. 1999 წელს „ყველაზე ჭკვიანი ამერიკელი“ ჟურნალისტებმა მოძებნეს და სენსაციური სიუჟეტიც გააკეთეს. ეს სწრაფად ჩაწყნარდა. კრისტოფერი დღემდე ცხოვრობს პროვინციაში და მეტყევედ მუშაობს!

შენიშვნა:
( ის რაც სტატიაში არ ეწერა.)


ნიკა ტურბინა დაავადებული იყო ასთმით, მისი ყველაზე რთული გამოვლინებებით. ტანჯვისგან ადრეულად „დაბრძენებულმა“, ღამის შეტევების უსასრულო მოლოდინებში, მან დაიწყო არაბავშვური ლექსების წერა ( 5 წლისამ), რომელსაც დედა იწერდა...
და მომავალში მისი თვითმკვლელობაც საკმაოდ საკამათო თემა იყო..


კრისტოფერ ლანგანი შეიძლება ბევრად უფრო ბედნიერად გრძნობს თავს ბუნებასთან ახლოს, ვიდრე - ბილ გეიტსი!


ბრენსტონი დისლექციით იტანჯებოდა. ამიტომ ვერ აბამდა ორ სიტყვას თავისუფლად...




7
45098
19-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
45098
  
2019, 5 თებერვალი, 20:18
მადლობა ინფორმაციისთვის.. ძალიან საინტეესო საიტი მასწავლეთ
2019, 5 თებერვალი, 18:11
ტყუილია ეგ სტატისტიკა.
მაგალითად აინშტაინზე, იხილეთ მისი ატესტატი http://allforchildren.ru/why/misc63.php
:)
2018, 26 მარტი, 0:53
მადლობა
2018, 26 მარტი, 0:00
ძალიან კარგი სტატიაა❤
2018, 9 იანვარი, 10:29
გეთანხმებით
2018, 9 იანვარი, 10:26
მე-5 კლასელმა ბავშმა რა უნდა აირჩის რა იცის, ხალხი სკოლის დამთავრების შემდეგაც ვერ აკეთებს სწორ არჩევანს, ჩემი ნაცნობების 70% და მეც არ ვმუშაობთ პროფესიით.
რაც შეეხება ''ქიმიის და ფიზიკის სწავლას'' დღევანდელ სამყაროში მართლაც რომ აუცილებელია მათი ცოდნა პატარა დოზით მაინც.
2016, 31 მარტი, 21:10
როჩარდ ბრენსონი დაჟე სკოლიდან გამოაგდეს.....ამიტომაა რომ განათლების სიტემაში დაწყებითი 4-5 კლასი უნდა იყოს და მერე ადმიაინმა ის აირჩიოს სასწავლოდ რაც იტაცებს და აინტერესებს..აზითუხინებენ და ტანჯავენ ბავშვებს....რა მასხოვს ახლა მე ქიმიიდან და ფიზიკიდან? 0
0 1 7