ფეხბურთი ლიონელ მესის საქციელმა დიდი აღშფოთება გამოიწვია ეგვიპტეში 2016, 31 მარტი, 11:17 ![]() ლიონელ მესიმ ეგვიპტური ტელევიზიის MBC-ის გადაცემაში "დიახ მე ცნობილი ვარ" საქველმოქმედო აუქციონს თავის ბუცები გადასცა საჩუქრად.ფეხბურთელის ეს ჟესტი შეურაცხმყოფელი გამოდგა ეგვიპტელი ხალხისთვის. პარლამენტის წევრმა საიდ ჰასასინიმ სხვა ტელეგადაცემაში, პირდაპირ ეთერში გაიხადა ფეხსაცმელი და განაცხადა:"ეგვიპტელებისთვის ასეთი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ არასდროს 7 ათასი წლის განმავლობაში.ამ ფეხსაცმელს ჩაგცხებ მესი! ეს ჩემი ფეხსაცმელია და ვჩუქნი არგენტინას!" "ეს დამამცირებელი ყველა ეგვიპტელისთვის, ჩვენ არ მივიღებთ ამას, ეგვიპტელს შეიძლება უჭირს საკვების მოპოვება, თუმცა ჩვენ გაგვაჩნია ღირსება." ![]() უკმაყოფილება გამოხატა აგრეთვე ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარემ ეგვიპტეში ახმი მაგაჰედმა:"აღშფოთებული ვარ, რადგან ასე უნდა რომ დაგვამციროს, დაე თვითონ და თავის ფანატებს ჩამოაფხატოს ეს ბუცები თავზე.ჩვენ არ გვინდა მოწყალების მიღება ებრაელებისგან, აჩუქე ეგ ფეხსაცმელი შენს ქვეყანას, -არგენტინას, იქ ბევრი ღატაკია." ![]() ერთადრთი ვინც მესის გამოექომაგა ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრი მიდოა, რომელმაც მესი ესპანეთის ჩემპიონატში გამოსვლის დროს გაიცნო. "ყველაზე ძვირფასი მწერლისთვის კალამია, ხოლო ფეხბურთელისთვის ბუცი"-ასეთი პოსტი დადო მიდომ Twitter-ზე. თვითონ ტელეწამყვანმა მონა ელ-შრაკავმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:"ჩვენ შოუში ყოველთვის ვთხოვ სტუმრებს რაიმე სუვენირი დატოვონ საქველმოქმედო აუქციონისთვის.თვითონ მესის წინასწარ არ უთქვია, რომ ბუცს სწირავდა საქველმოქმედოთ ეგვიპტეს." 1134 8-ს მოსწონს 1-ს არა
|