საფარის მონასტრის მთავარი ნაგებობა წმ. საბას სახელობის ტაძარია ეკლესია, “ჩაწერილი ჯვრის“ ტიპისა და მეცამეტე საუკუნის მიწურულით თარიღდება. ცნობილია ხუროთმოძღვრის სახელი- ფარესასძე იგი ტაძრის დასავლეთ კარიბჭის სარკმლის წარწერაშია მოხსენებული. კომპლექსის ყველაზე ადრინდელი ნაგებობა-მიძინების ერთნავიანი ეკლესია მეათე საუკუნით თარიღდება იგი უმშვენიერესი რელიეფური ქანდაკებით შემკული კანკელითაა ნცცობილი. მეცამეტე საუკუნეში საფარის მონასტერი სამცხის ფლობელებს “ჯაყელებს“ ეკუთნოდათ აქ იყო მათი ერთ-ერთი რეზიდენცია და საძვალე 13-14 საუკუნების მიჯნაზეა აგებული სამრეკლო