სხვა რა გავლენას ახდენს ფიქრები, სიტყვები და ქცევები ადამიანის ბედსა და ცხოვრებაზე. ეს უნდა იცოდეთ! 2016, 31 მარტი, 11:09 თქვენს ქმედებებს შედეგები მოჰყვება, რომელიც ქმნის დინამიკურ პულსაციას სამყაროში. კარმა წარმოადგენს უხილავ ძალას, რომელიც გასწავლით. თქვენი დღევანდელი ცხოვრება წარსულის ანარეკლია. ასე რომ, თქვენს ბედს საკუთარი ხელით ქმნით. რა არის კარმა? ყოველ მოქმედებას მოსდევს რეაქცია. თქვენი ყოველი ფიქრი და ქმედება დიდ ძალას წარმოადგენს და ატარებს ენერგიას. ეს ექოს მსგავსია. ჩვენ ყველანი სხვადასხვა გზით დავდივართ ცხოვრებაში, თუმცა როგორღაც დაკავშირებულნი ვართ ერთმანეთთან. რაც არ უნდა გააკეთოთ, ის უთუოდ დაგიბრუნდებათ ერთ დღეს. ჩიტები ჭიანჭველებს ჭამენ. როდესაც ჩიტები კვდებიან, ჭიანჭველები ჭამენ მათ. ერთი ხისგან მილიონი ასანთის ღერი მზადდება. მხოლოდ ერთი ასანთის ღერია საჭირო, რომ მილიონობით ხე დაიწვას.
შეიძლება დღეს ძლიერი იყო, თუმცა შენი მდგომარეობა შესაძლოა შეიცვალოს. კარმა მძლავრი რამ არის. ნურავის მიაყენებთ ტკივილს. იყავით კარგები და აკეთეთ სიკეთე. თქვენ და მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს ქმედებებზე. კარმა მიზეზისა და შედეგის კანონია, კოსმოსის ურყევი კანონი. რაც არ უნდა დაგემართოთ, კარგი თუ ცუდი, ყველაფერს იმსახურებთ. თქვენ შექმენით თქვენივე ბედნიერაბაც და უბედობაც. ერთ დღეს აუცილებლად აღმოჩნდებით იმავე მდგომარეობაში, როგორშიც სხვა ჩააყენეთ. თქვენი მოქმედებები თქვენსავე მომავალს ქმნის. რასაც არ უნდა განიცდიდეთ ახლა, იმას ნიშნავს, რომ კარმას უნდა ეს განიცადოთ. ყოველი გრძნობა, ყოველი ფიქრი თქვენს მიერაა მომზადებული, ასე რომ, მიიღეთ გაკვეთილები წარსულიდან. თქვენ შეგიძლიათ გაექცეთ მას, თუმცა, თუ წარსულიდან ისწავლით, ეს თქვენს მომავალს შეცვლის. უხილავი ფაქტორი ნამდვილად გჯერათ იმის, რომ როდესაც დატოვებთ ამ ქვეყანას, იქ არაფერი დაგხვდებათ? რომ მეტად აღარ იარსებებთ? ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ რელიგიაზე. მოგმართავთ თქვენ, თქვენს სულსა და გონებას. შეგიძლიათ ამას ნებისმიერი რამ უწოდოთ, თუმცა, ნამდვილად დაგხვდებათ იქ რაღაც, როცა წახვალთ. მოდი მოვიყვანოთ ერთი მაგალითი. წარმოიდგინეთ სიტუაცია – იფიქრეთ იმ ადამიანზე, რომელიც არ გიყვართ. ახლა მოიფიქრეთ როგორ გაანაწყენოთ ეს პიროვნება. შემდეგ კი წარმოიდგინეთ, რომ სისრულეში მოიყვანეთ თქვენი გეგმა. იღიმით, როცა ხედავთ ეს ადამიანი ამის გამო როგორ იტანჯება და გული სტკივა. იცოდეთ, რომ ამ ქმედებით "ცუდი კარმა" შექმენით საკუთარი თავისთვის. თქვენ გამიზნულად მიაყენეთ ზიანი სხვას. თქვენი ზრახვები ბოროტების მომტანი იყო, და სწორედ ეს ქმნის კარმას. კარგი ქმედებები კი "კარგ კარმას" ქმნის. შეგიძლიათ თქვენი ზრახვები სხვას დაუმალოთ, მაგრამ არა საკუთარ თავსა და სამყაროს. თქვენ ერთი პატარა მექანიზმი ხართ სხვა მექანიზმებთან ერთად. როცა მოძრაობთ, ამით სხვა მექანიზმებსაც ამოძრავებთ.
ვერასოდეს იქნებით ბედნიერი სხვის ხარჯზე
თქვენ იმავე საწყისიდან მოდიხართ, როგორც დანარჩენები. ერთ დღესაც დაუბრუნდებით ამ საწყისს... ჩვენ ყველანი დავუბრუნდებით. ვერასოდეს იქნებით ბედნიერი, თუ თქვენს ირგვლივ ადამიანებს ტკივილს მიაყენებთ. ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ქმედებებში მარტო ხართ. ყოველთვის თან დაგყვებიან დამკვირვებლები და ყველაზე უმნიშვნელოვანესი მათ შორის – თქვენივე კარმაა.
თუ გამიზნულად არ აყენებთ სხვას ზიანსა და ტკივილს, ამ შემთხვევაში, კარმის კანონი არ მოქმედებს. მხოლოდ თქვენი ზრახვები აღვიძებს მას – კარგს ან ცუდს. ასე რომ, ვერავინ დაარღვევს კარმის კანონს.
ალბათ გაინტერესებთ თუ რას გეტყვით იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც ბევრი ცუდი რამ გააკეთეს მიზანმიმართულად, თუმცა, ძალიან კარგად ცხოვრობენ... სამყარო თავისი სირთულით სცილდება ადამიანის ცნობიერებას. ალბათ ფიქრობთ, რომ ვიღაც შეძლებს გაქცევას, მაგრამ ეს შეუძლებელია. ამაზე ქვემოთ შემოთავაზებული ვიდეოც მეტყველებს:
(ერთხელ ჩინელ ფერმერს ცხენი გაექცა. მას მეზობლები ეწვივნენ მწუხარების გამოსახატავად და უთხრეს: "ვწუხვართ, რომ ცხენი გაგექცა, ეს დიდი უბედურებაა." ფერმერმა უპასუხა: "შესაძლოა." მეორე დღეს ცხენი დაბრუნდა შვიდ ველურ ცხენთან ერთად. მეზობლებმა ამჯერად მიულოცეს: "რა ბედნიერებაა, დიდებულია!" ფერმერმა ისეთივე პასუხი დაუბრუნა: "შესაძლოა." შემდეგ დღეს ფერმერის შვილი ერთ-ერთი ცხენის მოთვინიერებისას გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა. მეზობლებმა მწუხარება გამოთქვეს: "ეს საშინელებაა!" "შესაძლოა, " – გაიმეორა ფერმერმა. მეორე დღეს სოფელს ოფიცერი ესტუმრა, მან აღწერა ყველა ახალგაზრდა, რომელიც ჯარში უნდა წაეყვანა, თუმცა ფერმერის შვილი დაიწუნა, რადგან მას ფეხი ჰქონდა მოტეხილი. "ეს ხომ საოცრად კარგია!" უთხრეს მეზობლებმა. ფერმერმა კი კვლავ უპასუხა: "შესაძლოა.") შესაძლოა ძლიერი ან სუსტი იყოთ დღეს, მაგრამ თქვენი ბედი ნებისმიერ წუთს შეიძლება დატრიალდეს. თქვენი ცხოვრება თვალის დახამხამებააში შეიცვლება. ეს ადამიანების ცხოვრებაში ყოველ დღე ხდება.
კარმა რეალურია თუ არა? დიახ, რეალურია. ის თქვენი კავშირია წარსულთან. კარმა სამყაროს კანონია. ის არ შეიძლება დაირღვეს. ის გასწავლით და ცოდნას სამყაროს შესახებ უფრო სრულყოფილს ხდის.
მას უნდა რომ გაიგოთ რას ნიშნავს, როცა სხვა იტანჯება. ამის გამო თქვენ შესაძლოა სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღოთ. არსებითად მნიშვნელოვანია გაიაზროთ თუ რატომ ჩაიდინეთ ესა თუ ის ქმედება და ამას რა შედეგები მოჰყვება. კარმული გამოცდილება საშუალებას გაძლევთ გამოასწოროთ თქვენს მიერ დაშვებული შეცდომები.
მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვის მდგომარეობაში აღმოჩნდებით, იწყებთ გაცნობიერებას თუ რას გრძნობენ ისინი. მსგავსი რამ თქვენს ცხოვრებაში გაგრძელდება მანამ, სანამ ბოლომდე არ გააცნობიერებთ იმას, თუ რა განიცადეს სხვებმა თქვენს გამო.
38308 22-ს მოსწონს |
სრული ჭეშმარიტებაა..!