სიახლეები უცნაური "გაჯეტები" აზიის სილამაზის ინდუსტრიიდან, რომლებიც გაგაოგნებთ 2016, 31 მარტი, 9:11 ცხადია ყველას არ უმართლებს და ვერ იბადება ფიზიკური კრიტერიუმებით დამაკმაყოფილებლად, რადგან ხშირ შემთხვევაში ვერ იქონია გენეტიკამ უდიდესი გავლენა, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ ვცხოვრობთ მაღალგანვითარებულ დროში, სადაც შესაძლებელია პლასტიკური ქირურგიისა და სხვადასხვა სამედიცინო პროცედურების გავლენით ვეზიაროთ იმ პრიალა იდეალებს, რომლებზეც ოდესმე გვიოცნებია.
უმეტესმა თქვენგანმა ალბათ იცის, რომ მსოფლიოს ულამაზესებს შორის აზიელი ქალებიც არიან, რომლებიც საკუთარ გარეგნობას ყოველთვის განსაკუთრებულად ეკიდებიან. განსხვავებულად სხვა ყველა ერისგან, ისინი მოიხმარენ სხეულისა და სახის სხვადასხვა ნაწილებისთვის სპეციალურ ხელსაწყოებს, რომლებიც მათ ფორმირებასა და სილამაზეს უწყობს ხელს. ამიტომ იშვიათად შეხვდებით აზიელ ქალებში პლასტიკურ ქირურგიასა და ბოტოქსს. მაშასადამე, მინდა წარმოგიდგინოთ უცნაური "გაჯეტები" (მოწყობილობები) აზიის სილამაზის ინდუსტრიიდან, რომლებიც გაგაოგნებთ: 1. სპეციალური სიმულატორი, რომელიც დაგეხმარებათ მრგვალი ლოყების მოშორებაში. 2. სახის კუნთების სავარჯიშო ნიღაბი. 3. აპარატურა აპრეხილი ცხვირის ფორმირებისთვის. 4. სიმულატორი ქუთუთოებისთვის. 5. ვიბრაციული მოწყობილობა სახის ასაჭიმად. 6. ცხვირის გასასწორებელი მოწყობილობა. 7. ხმის დასახვეწი მოწყობილობა, რომელიც უფრო აწვრილებს მას. 8. მოწყობილობა თხელი და გრძელი ცხვირის ფორმირებისთვის. 9. "ფლოსტები" წონის დასაკლებად- ხელს უწყობს ფეხის კუნთების ვარჯიშს. 10. სახის მასაჟორი. 11. ქუთუთოების ასაჭიმი "წებო". 2001 20-ს მოსწონს
|