x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ქალაქი, სადაც ჟანა დარკი ცოცხლად დაწვეს
როდესაც საუბარი ისტორიულად მნიშვნელოვან ქალაქებს ეხება, არ შეიძლება მათ რიცხვში ქალაქი Rouen-ი არ ჩავთვალოთ, რომელიც საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით მდინარე სენაზე მდებარეობს. Rouen-ი თუნდაც იმიტომ არის ისტორიულად მნიშვნელოვანი, რომ სწორედ იქ დაწვეს ცოცხლად ლეგენდარული ჟანა დარკი. შუა საუკუნეების ევროპაში, ოდესღაც ყველაზე წარმატებული ქალაქი რუენი, დღეს მიმდინარე დროში, ზემო ნორმანდიის დედაქალაქს წარმოადგენს.


image


Rouen-ი დაარსდა Gallic-ის ტომელების მიერ, რომლებიც მას Ratumakos სახელით მოიხსენიებდნენ, ხოლო რომაელები კი Rotomagus. რომაულად- როტომაგუსი გალლიის პროვინციის მეორე ქალაქს წარმოადგენდა ლუნდგუნუმას შემდეგ (მისი თანამედროვე სახელწოდებაა Lyon). ქალაქმა განვითარების მხრივ ბუმი გამოიწვია მას შემდეგ, რაც მრავალრიცხოვანი თეატრი და აბანო აშენდა. მე-5 საუკუნეში კი საეპისკოპოსო რეზიდენცია დაარსდა. ხოლო მას შემდეგ კი, რაც რომაელები მდინარე სენას ხეობით 841 წელს ქალაქში შემოიჭრნენ, გაანადგურეს რუენი. 912 წლამდე ქალაქი ნორმანდიის საჰერცოგოსა და რეზიდენციას წარმოადგენდა მანამ, სანამ უილიამ I-მა ციხე-სიმაგრე კანში არ აიგო.


ასევე აღსანიშნავია ამ ქალაქის ღირსშესანიშნაობები, რომლებიც კიდევ უფრო ამკობდა მის კულტურულ სიმდიდრეებს. არ შეიძლება არ გამოვყოთ Notre Dame და Tour de beurre, ცნობილი მხატვრის კლოდ მონეს (Claude Monet) ფერწერების სამშობლო. ასევე დიდ ყურადღებას იმსახურებს Gros horloge-ს ასტრონომიული საათები, რომლებიც ამავე ქუჩაზე მდებარეობს. აუცილებლად უნდა მოინახულოთ რუენში სენ-მაკლუს წმ ტაძარი, სადაც აწამეს სიმამაცით ცნობილი ჟანა დარკი, ხოლო შემდეგ კი კოცონზე ცოცხლად დაწვეს, სადაც დღეს აგებულია წმ. ჟანა დარკის სახელობის ტაძარი.


image


საოცარია ცნობილი ხელოვნების მუზეუმი, სადაც დიდი და საუკეთესო კოლექცია ინახება კერამიკისა და ფაიფურის ნაკეთობების. სხვათაშორის, ქალაქი რუენი ფაიფურით ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდანაა ცნობილი.


image


ქალაქი რუენი სავსეა ისტორიული მოვლენებით, რომლებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი საფრანგეთის ისტორიისთვის. ქალაქის განვითარება დამოკიდებული იყო ასევე მდინარე სენას ნავიგაციურ დინებაზე, რაც აადვილებდა ინგლისში ხორბლისა და ღვინის ექსპორტს, სანაცვლოდ კი ბამბისა და კალის იმპორტი ხდებოდა.


საუბედუროდ, მე-2 მსოფლიო ომის დროს მძიმედ დაზიანდა ქალაქი მოკავშირეთა დაბომბვის შედეგად. მთელი ისტორიის მანძილზე უამრავჯერ განადგურებისა და პოლიტიკური გადატრიალებების მიუხედავად, ქალაქ რუენის თითოეული ღირსშესანიშნაობის ნაგებობა თუ ქუჩა მაინც აღადგინეს.


imageimageimageimage

6
254
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
254
  
2016, 31 მარტი, 13:14
ჰო, მაგრამ დღეს ვერაფერში გამოიყენებ :)
2016, 31 მარტი, 13:06
კარგია ძალიან
2016, 31 მარტი, 13:05
მე კი ფრანგულს ვსწავლობდი 7 წელი :)))
2016, 31 მარტი, 12:52
ნუ რავიცი წეღან მეც ვნახე როანი იყო..საფეხბურთო კლუბიც აქვს.. იქ ვნახე.. რა მნისნელობა აქ
2016, 31 მარტი, 12:51
გაიხარე ალექს, მადლობა დიდი. მაგრამ ქალაქს რუენი ჰქვია, ფრანგული მართლწერიდან მასე იკითხება.
2016, 31 მარტი, 11:16
როანი ... ლეგენდარული ქალაქი... გავაზიაზრე
0 1 6