x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
უზომოდ და უკიდეგანოდ ძალიან გახარებული ვარ- რას წერს ემიგრანტი შოთო სიხარულიძე
ორიოდე დღეა რაც საქართველოს სექს-სიმბოლოდ წოდებული შორენა ბეგაშვილის 14 წლის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე საკუთარი სახლის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. გოგონას მდგომარეობა გუშინ საღამომდე იყო კრიტიკული, თუმცა აღნიშნული ხერხემლის ოპერაციის შემდეგ, რომელიც იაშვილის კლინიკის სწავლულმა ქირურგებმა გაუკეთეს, 10 საათამდე გაგრძელდა და შედეგიც სასიხარულოა. დღეს კი ევას კიდურების, ასევე მრავალსაათიან ოპერაციას ტრავმატოლოგები უტარებენ, შედეგებიც ალბათ მალე გახდება ცნობილი.


ამ დრომდე არ წყდება კომენტარები. საზოგადოების უდიდესი ნაწილი პატარა ევას გვერდით უდგას და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს, თუმცა საზოგადოების უსაქმური, სხვისი უბედურებით მაბედნიერებელი ნაწილი კი უსაშინლეს კომენტარებს არ იშურებს შორენას მისამართით. მრავალმა ცნობადმა სახემ ევას თანადგომა კომენტარებით უკვე გამოხატა, მე კი მინდა ემიგრანტი, ყველასათვის კარგად ცნობილი შოთო სიხარულიძის პოსტი გამცნოთ ამ თემასთან დაკავშირებით.



"ევა ბარბაქაძეს ხერხემალზე ოპერაცია გაუკეთდა და ის სიარულს შეძლებს... ასეც მჯეროდა რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდებოდა, ვულოცავ შორენას ამ დიდ სასწაულს... სრულიად საემიგრანტო შენი და შენი შვილის გვერდითაა და თქვენთვის ლოცულობს. პ.ს. 10 საათზე მეტი გასტანა ოპერაციამ და ეს ოპერაცია ჩაუტარდა ხერხემალზე მხოლოდ, ხვალ დღის პირველ ნახევარში ჩაერთვებიან ტრამვატოლოგებიც და იქნება 5 საათიანი ოპერაცია ხელებზე და ფეხებზე, ემიგრანტებო ხვალინდელი ოპერაციის შესახებ ზუსტ ინფორმაციას მოგაწვდით საღამოს 7 საათზე. "შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" "- წერს შოთო სიხარულიძე.


image




P.S. "ღმერთმა ყველა დედას აშოროს მსგავსი ჯოჯოხეთი, პატარა ევას კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ".

7
349
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
349
  
2016, 30 მარტი, 15:00
http://tbiliselebi.ge/?mas_id=268446162
2016, 30 მარტი, 14:59
http://tbiliselebi.ge/?mas_id=268443828
2016, 30 მარტი, 14:58
http://geoelite.ge/765-ighebs-thu-ara-shotho-sikharulidze-qrthams-da-ratom-daabrales-mas-agentoba.html
2016, 30 მარტი, 9:12
გმადლობთ კეთილი რჩევისთვის, თუმცა არაერთი ვიდეო მინახავს მისი, სადაც თავადაც ემიგრაციაშია ხოლმე და ხშირად უთქვამს საკუთარ თავზეც - ემიგრანტი, ამიტომ აქედან გამომდინარე დავწერე- ემიგრანტი შოთო სიხარულიძე... პირადად მე "ადამიანი ლეგენდა" და "იუთუბის მამა" პირველად მესმის მასზე, ემიგრანტად თუ ვახსენებ, ყველსათვის უფრო ნათელია.
მოგესალმებით, შოთო სიხარულიძე არ არის ემიგრანტი, მცდარი ინფორმაციაა და თხოვნით მოგმართავთ, რომ ჯერ დააზუსტოთ და შემდეგ გამოაქვეყნოთ მასალა, რადგან არაპროფესიონალიზმში არ ჩაგეთვალოთ! მას მრავალი ეპითეტით მოიხსენიებენ, "იუთუბის მამა", "ადამიანი ლეგენდა" და ა.შ... ემიგრანტებისთვის ზრუნავს დღე და ღამ - ვიდეო მასალებს უტვირთავს და მათი იმედია. რამდენი რამ შეგეძლოთ დაგეწერათ, გარდა ემიგრანტის. :-)
2016, 29 მარტი, 16:32
მაგაზე არ იდარდო მეგობარო.
2016, 29 მარტი, 16:30
ღმერთმა უშველოს, გავაზიარებდი მაგრამ არეულია პროგრამა და არ ზიარდება.
0 1 7