საზოგადოება უზომოდ და უკიდეგანოდ ძალიან გახარებული ვარ- რას წერს ემიგრანტი შოთო სიხარულიძე 2016, 29 მარტი, 16:26 ორიოდე დღეა რაც საქართველოს სექს-სიმბოლოდ წოდებული შორენა ბეგაშვილის 14 წლის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე საკუთარი სახლის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. გოგონას მდგომარეობა გუშინ საღამომდე იყო კრიტიკული, თუმცა აღნიშნული ხერხემლის ოპერაციის შემდეგ, რომელიც იაშვილის კლინიკის სწავლულმა ქირურგებმა გაუკეთეს, 10 საათამდე გაგრძელდა და შედეგიც სასიხარულოა. დღეს კი ევას კიდურების, ასევე მრავალსაათიან ოპერაციას ტრავმატოლოგები უტარებენ, შედეგებიც ალბათ მალე გახდება ცნობილი.
ამ დრომდე არ წყდება კომენტარები. საზოგადოების უდიდესი ნაწილი პატარა ევას გვერდით უდგას და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს, თუმცა საზოგადოების უსაქმური, სხვისი უბედურებით მაბედნიერებელი ნაწილი კი უსაშინლეს კომენტარებს არ იშურებს შორენას მისამართით. მრავალმა ცნობადმა სახემ ევას თანადგომა კომენტარებით უკვე გამოხატა, მე კი მინდა ემიგრანტი, ყველასათვის კარგად ცნობილი შოთო სიხარულიძის პოსტი გამცნოთ ამ თემასთან დაკავშირებით. "ევა ბარბაქაძეს ხერხემალზე ოპერაცია გაუკეთდა და ის სიარულს შეძლებს... ასეც მჯეროდა რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდებოდა, ვულოცავ შორენას ამ დიდ სასწაულს... სრულიად საემიგრანტო შენი და შენი შვილის გვერდითაა და თქვენთვის ლოცულობს. პ.ს. 10 საათზე მეტი გასტანა ოპერაციამ და ეს ოპერაცია ჩაუტარდა ხერხემალზე მხოლოდ, ხვალ დღის პირველ ნახევარში ჩაერთვებიან ტრამვატოლოგებიც და იქნება 5 საათიანი ოპერაცია ხელებზე და ფეხებზე, ემიგრანტებო ხვალინდელი ოპერაციის შესახებ ზუსტ ინფორმაციას მოგაწვდით საღამოს 7 საათზე. "შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" "- წერს შოთო სიხარულიძე. P.S. "ღმერთმა ყველა დედას აშოროს მსგავსი ჯოჯოხეთი, პატარა ევას კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ". 349 16-ს მოსწონს
|