საზოგადოება არ მინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც წაქცეულს გადაგივლიან... ეკა ყურშიტაშვილი საზოგადოებას 2016, 29 მარტი, 15:23 ვიცი შეხსენება აღარ გჭირდებათ თუ ვინ არის ეკა ყურშიტაშვილი, თუმცა მე მაინც დავიტოვებ უფლებას "კიდევ ერთხელ" მცირედი ინფორმაციით გამცნოდ მის შესახებ. მაშასადამე ეკა დაიბადა კახეთში, თელავის რაიონ სოფელ იყალთოს უბან- თაღლაურში 1991 წლის 26 ივლისს. გარკვეული მიზეზების გამო გვერდით არ ყავდა დედა და 2 წლით უფროსი დის- ლიკასა და ბებიის იმედად იზრდებოდა. არც თუ სახარბიელო ბავშვობას კი დაერთო ოჯახის სკოლის დამთავრებისთანავე შექმნა, თუმცა არც ამ ჯერად გაუმართლა და ერთი თვის ორსულს მოუხდა მისი დანგრევა და საცხოვრებლად უკრაინაში გადასვლა, სადაც იმყოფებოდა წარმოშობით უკრაინელი მისი დედა. ეკა სწორედ ის ერთი უბრალო გოგონაა, რომელიც უკვე წელიწადია მთელმა საქართველომ სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეოების საშუალებით გაიცნო, სადაც მისი და საპატრულო პოლიციის უთანხმოება ბილწი სიტყვების სახითაა ასახული.
"ეს ორი დღეა ჩუმად ვარ .... თავს ვიკავებ ყოველგვარი თავის გამოჩენისგან და პოსტების წერისგან ევაზე ... არც შორენას ვიცნობ არც მის პრიცესას და არც არავის ვაზელინით არ ვეტენები როგორც ასეთი ..... გული მეტკინა ძალიან ! აი ისე მაგრად რომ ყველაფერი წარმოვიდგინე ჩემს თავზე (ჯვარი გვწერია ყველა დედას) რასაც დღეს შორენა განიცდის ..... მეც დედა ვარ, ცისიკუნას დედა, მარტოხელა დედა .... არავინ რომ დამხმარე არ მყავს და ცისის სულ მარტო ვზრდი .... სულ იმას ვამბობ ცისის ერთი თმის ღერიც რომ ჩამოვარდეს მოვკვდებითქო, მაგრამ როგორც ჩანს ამ დროს ადამიანი ძლიერდება უფრო მეტად და აანალიზებს რომ მის შვილს სჭირდება .... ძალიან მაგრად მეტკინა ზოგიერთების კომენტარები, ყველას მიწასთან ასწორებთ, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ვცხოვრობთ და თქვენ ზოგიერთებს ლოცვის მაგივრად სხვისი ცუდი გახარებთ და გაბედნიერებთ.... არ მინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც წაქცეულს გადაგივლიან და მითუმეტეს ძლიერს და შეძლებულს და ლამაზს დედას გიტირებენ და ვერ გაპატიებენ რომ მათზე კარგი ხარ ან მათზე ძლიერი... თუნდაც შენი ბოზობაც შურთ რადგან ისინი ბოზებადაც ვერ გამოდგებიან !.... ყველამ თქვენს ცელულიტებიან ტრაკს რომ მიხედოთ ჯობია მგონი, მეტს არაფერს ვიტყვი .... რაც შეეხება ევას, ულამაზესი გოგონა, ამ განსაცდელს გაუძლებს, გადაიტანს და ძალიან კარგად იქნება, მაგრამ ზოგიერთებო, თქვენ არაფერი გეშველებათ და უვარესი გელოდებათ... პ.ს მადლობა !"- წერს ეკა. 72 13-ს მოსწონს
|