x
image
natia.a
Hyundai-მ მანქანებისთვის ახალი ტიპის კარები გამოიგონა - უცნაური სიახლე
image

კომპანია Hyundai-მ შეიმუშავა მანქანის კარის ახალი ტიპი. ამგვარ სატრანსპორტო საშუალებებს Hyundai-ში recreational vehicle (დასვენებისთვის განკუთვნილი ტრანსპორტი) უწოდეს. კარების ახალი ტიპი კორეელებმა აშშ-ში დააპატენტეს.


ახალი კარი აერთიანებს უკანა კარების ორ სახეობას: გასაწევ და ასაწევ კარს. გასაწევი ვარიანტი გამოიყენება მგზავრეის ჩასასხდომად თუ ჩამოსასვლელად, ხოლო ასაწევი კარები ამარტივებს საგნების ჩატვირითვა-გადმოტვირთვას.


"ავტომობილის კარის გახსნა შესაძლებელი რომ იყოს სატვირთო მანქანის გვერდითი კედლის მსგავსად, ეს უფრო დიდი სივრცის შეგრძნებას წარმოშობდა და გაამარტივებდა ტვირთის ჩადება-გადმოღებას, " - ნათქვამია პატენტის საბუთებში. იქვე აღნიშნულია, რომ Hyundai-ში ითვალისწინებენ ასაწევი კარის უხერხულობას მგზავრებისთვის, რადგან მუდმივად კარის ამგვარად გაღება მოუხერხებელია.


imageimage

კორეული ავტომწარმოებლის საბუთებში მითითებულია ასევე, რომ მსგავსი გადაწყვეტილება სასარგებლო იქნებოდა მათთვისაც, ვისაც უყვარს მოგზაურობა, მაგრამ განიცდის ადგილის უკმარისობას მანქანაში - ტრეილერები და მისაბმელები კი საკმაოდ ძვირია.


2015 წლის გაზაფხულზე კომპანია Hyundai-მ დააპატენტა ტექნოლოგია, რომელიც თიშავს მობილურ ტელეფონებს ან ბლოკავს მისი ფუნქციების გარკვეულ ნაწილს, როცა მფლობელი საჭესთან ზის. ავტომწარმოებლის აზრით, ამან უნდა გაზარდოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, რადგან მძღოლს ყურადღება ნაკლებად გაეფანტება.

0
307
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0