ნათია ფანჯიკიძე- გავუგზავნოთ კონცენტრირებული, კეთილი ენერგია ბავშვსაც, დედასაც, ექიმსაც. ექიმის ხელებს ძალიან სჭირდება განსაკუთრებული ძალის შეძენა.
სოციალურ ქსელში ნათი ფანჯიკიძე შორენა ბეგაშვილის შვილს ევა ბარბაქაძეს გამოჯანმრთელებას უსურვებს - “ გავუგზავნოთ კონცენტრირებული, კეთილი ენერგია ბავშვსაც, დედასაც, ექიმსაც. ექიმის ხელებს ძალიან სჭირდება განსაკუთრებული ძალის შეძენა.
ნუ ვაქუცმაცებთ ჩვენი ნატვრის ძალას კუდიანებზე დევნაში, რომლებიც მთელ ერში მხოლოდ სამი თუ ოთხი, მოკლედ, პირდაპირი მნიშვნელობით რამდენიმე გამოუვლენია ვიღაცას სადღაც, რომელსაც თურმე რაღაც არასწორი უთქვამს. ნუ ვაძლევთ მათ უფლებას, გაამრუდონ და გაყონ ჩვენი სურვილები, რომელიც მთლიანად ადამიანის გადარჩენისკენ უნდა იყოს მიმართული და გაგზავნილი.
ისე კი, თუ რამეს სამყაროში ჩავასწორებდი, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ფრთები, თუკი შემთხევით საიდანმე გადმოვარდებიან, მიწაზე დაცემამდე ძლიერად რომ მოიქნიონ და მხიარულად წამოხტნენ ფეხზე.
ეს გოგო აუცილებლად კარგად იქნება."