სხვა რატომ კვდებიან შოტლანდიელები ადრეულ ასაკში? 2012, 31 მაისი, 22:32 შოტლანდიელი ხალხის მოკლევადიანი ცხოვრება არ არის დამოკიდებული მხოლოდ იმაზე, რომ ისინი ეწევიან ბევრ სიგარეტს, სვამენ და თითქმის ყოველთვის არიან ძალიან ცუდ დიატზე. მკვლევარებმა დაადგინეს რომ ამ ხალხის ხანმოკლე ცხოვრება დამოკიდებულია ათასწლეულების მანძილზე საკმაოდ ცუდ პოლიტიკურ მდგომარეობაზე.
ქვეყნის სიკვდილიანობის მაჩვენებელი შესამჩნევად დიდია, ვიდრე სხვა ევროპის ქვეყნებისა.
შოტლანდიის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურები ამტკიცებენ, რომ ამ სიტუაციაზე დიდი გავლენა მოახდინა ბოლო 60 წლის მანძილზე მიმდინარე პოლიტიკურმა მდგომარეობამ.
მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკითხვა, რათა გაეგოთ კონკრეტული და უფრო ზუსტი მიზეზი ადრეულ ასაკში სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებლისა, მაგრამ სამწუხაროდ არ იყო მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზი. ესენი იყო: გადასახლება, გენეტიკა, იდივიდუალური ღირებულებები, მატერიალური პრობლემები, კლიმატი, უთანასწორობა და პოლიტიკური თავდასხები.
მეცნიერებს ჯერათ, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებული არის ჩამორთმეულ სახლებთან, გარემოსთან, რელიგიურ ცხოვრებასთან და ჯანმრთელობასთან უარყოფით დამოკიდებულებასთან. 1980 წლიდან თვისება, რომ სიკვდილიანობის დიდი მაჩვენებელი დაკავშირებულია პოლიტიკურ მოვლენებზე გახდა უკვე გამჯდარი მოსახლეობაში, რაც დამოკიდებული იყო მათ უიმედოობაზე. სხვა ფაქტორები, როგორიცაა ალკოჰოლი, მოწება, უმუშევრობა, საცხოვრებელი ადგილი და უთანასწორობა არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. 172 1-ს მოსწონს 1-ს არა
|