x
image
alex999
"ყველაზე მთავარია, რომ ბავშვი გონზე არის მოსული" - კახა მამულაშვილი ახალ ინფორმაციას ავრცელებს!

შორენა ბეგაშვილის შვილის მდგომარეობაზე პროდიუსერი კახა მამულაშვილი ახალ ინფორმაციას ავრცელებს. მამულიჩა, რომელიც გუშინაც და დღესაც იაშვილის კლინიკაში რამდენჯერმე იმყოფებოდა, "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:


"ყველაზე მთავარია, რომ ბავშვი არის გონზე მოსული, ხვალ უკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე და შემდეგ უკვე ხელზე და ფეხზე... იმედია, ყველაფერი კარგად იქნება", - ვკითხულობთ მამულიჩას პოსტში.


image


14 წლის ევა ბარბაქაძე გუშინ მე-5 სართულიდან გადმოვარდა და სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, გოგონა ოპერაციის ჩასატარებლად თურქეთში გადაეყვანათ, თუმცა, მისი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ტრანსპორტირება გამოირიცხა. შორენა ბეგაშვილის თინეიჯერ ქალიშვილს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება და მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადის.


image



0
111
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0