x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
25 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ნინძების შესახებ

image

image

იაპონელ ნინძებზე უამრავი მითი და ლეგენდა არსებობს. დღეს მათ მკვლელების კლანის წევრებადაც თვლიან, რომლებიც თითქოს საიდუმლო გარემოში იზრდებოდნენ და თავიაანთ მუდმივ მოწინააღმდეგეებს – სამურაებს ებრძვოდნენ.

თანამედროვე წარმოდგენა ნინძების შესახებ, გასაული საუკუნის კომიქსებისა და ფანტაზიის ჟანრის ლიტერატურის გავლენით ჩამოყალიბდა. ამ მიმოხილვაში მოცემულია ნაკლებად ცნობილი ფაქტები ნინძების რეალური ისტორიიდან, რომელიც ტყუილ-მართალის გარკვევის შესაძლებლობას იძლევა.


1. სინობი–ნო მონო
imageნინძებად წოდებულ მეომრებს, სინამდვილეში, სულ სხვა სახელი ჰქვიათ.


შემორჩენილი დოკუმენტების თანახმად, სწორი სახელი არის "სინობი–ნო მონო". სიტყვა "ნინძა" — არის იაპონური იდეოგრამის ჩინური წაკითხვა, რომელიც XX საუკუნეში გახდა პოპულარული.


2. ნინძის პირველი ხსენება
imageდივერსანტი

პირველი ინფორმაცია ნინძების შესახებ, სამხედრო ქრონიკაში – "ტაიჰეიკში" არის მოცემული, რომელიც 1375 წელს დაიწერა. მასში ნათქვამია, რომ ნინძები ღამე იპარებოდნენ მტრების ქალაქებში და სახლებს წვავდნენ.

3. ნინძების ოქროს ხანა
imageკომფლიქტური სიტუაცია...

ყველაზე კარგი პერიოდი ნინძების არსებობის ისტორიაში, XV-XVI საუკუნეები იყო, როდესაც იაპონია შიდაომების ქარცეცხლში იყო გახვეული. 1600 წლის შემდეგ, ქვეყანაში სიმშვიდე დამყარდა და ნინძების პოპულარობაც დაეცა.

4. "ბანსენსიუკაი"
imageნინძუცუს სახელმძღვანელო

ძალიან ცოტა ჩანაწერი დარჩა ომების პერიოდის ნინძების შესახებ. მშვიდობიანობის პერიოდში კი ნინძებმა ჩანაწერების გაკეთება დაიწყეს თავიაანთი უნარ-ჩვევების შესახებ. ნინძუცუს ყველაზე ცნობილი სახელმძღვანელი, ე. წ. "ნინძის ბიბლია" ანუ "ბანსენსიუკაი" არის, რომელიც 1676 წელს არის დაწერილი. ამ წიგნის 400-500 ხელნაწერი არსებობს, ზოგიერთი მათგანი დღემდე გასაიდუმლოებულია.

5. სამურაის არმიის სპეციალური რაზმი
imageნინძები არ იყვნენ სამურაების მტრები

დაპირისპირება ნინძებსა და სამურაებს შორის, მითი არის. სინამდვილეში, ნინძები სამურაის არმიაში, იგივე ფუნქციას ასრულებენ, რასაც დღეს სპეც-დანიშნულების რაზმები. ბევრ სამურაის ნინძუცუს კურსი ჰქონდა გავლილი.

6. ნინძა "ჰინინი"
imageნინძები არ იყვნენ გლეხები

საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ ნინძები გლეხების ფენიდან გამოსული ადამიანები იყვნენ. სიმართლე რომ ვთქვათ, ნინძა შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი კლასის წარმომადგენელი, ისევე როგორც სამურაი. მათ "ჰინინებად" მოიხსენიებდნენ, რაც სიტყვასიტყვით "არაადამიანებს" ნიშნავს ანუ ისინი იყვნენ ადამიანები, რომელიც საზოგადოების არცერთ ფენას არ ეკუთვნოდნენ. მიუხედავად ამისა, მათ უფრო მაღალი სოციალური მდგომარეობა ეკავათ, ვიდრე გლეხებს.

7. ნინძუცუ – ხელჩართული ბრძოლის ერთ-ერთი სახეობაა
imageმცდარი შეხედულება ნინძებზე

ჩვეულიბრივ ფიქრობენ, რომ ნინძუცუ ხელჩართული ბრძოლის ერთ-ერთი სახეობაა, საბრძოლო ხელოვნების სისტემა, რომელსაც დღემდე ასწავლიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, სინამდვილეში, გასული საუკუნის 1950 - 1960 წლებში შექმნა ერთ-ერთმა იაპონელმა. ის აშშ-ში 80-იან წლებში "შეიტანეს", როდესაც ლეგენდები ნინძებზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა და იქიდან უკვე მთელს მსოფლიოში გავრცელდა.

8. სიურიკენი ან საიკენი
imageნინძის სატყორცნი ვარსკვლავი

სატყორცნ ვარსკვლავს (სიურიკენი ან საიკენი) არანაირი ისტორიული კავშირი არა აქვს ნინძებთან. ეს ვარსკვლავი, სამურაების ბევრ სკოლაში, საიდუმლო იარაღი იყო. მათი ასოცირება ნინძებთან მე-20-ე საუკუნიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც კომიქსები და ანიმაციური ფილმები შეიქმნა ნინძებზე.

9. მცდარი ილუსტრაცია
imageნინძები ნიღაბს არ ატარებენ.

image

ნინძებს ნიღბის გარეშე არასოდეს ხატავენ, თუმცა ძველ ჩანაწერებში, ნინძების შესახებ, არსად არ არის ნახსენები სამოსის ამ დეტალის შესახებ. სინამდვილეში, ისინი სახეს გრძელი სახელოებით იცავდნენ, თუ მოწინააღმდეგეები მათ სისხლოვეს იმყოფებოდნენ. როდესაც ნინძები ჯგუფში მუშაობდნენ, თეთრ სამკლავურებს ატარებდნენ, რომ ერთმანეთი მთვარის შუქზე დაენახათ.


10. ნინძები ხალხში ერეოდნენ
image
ნაცრისფერი, რიგითი...

ჩვენს წარმოდგენებში ნინძა მჭიდრო, შავ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანი არის. სინამდვილეში, ისინი ტრადიციულ იაპონურ ტანსაცმელს ატარებდნენ.

11. სამოსი შენიღბვისთვის
imageლურჯი, შავი, თეთრი...

დღეს თვლიან რომ ნინძები შავი ფერის სამოსს ატარებდნენ, რომ სიბნელეში კარგად დამალულიყვნენ. Shoninki-ში (ნინძის ნამდვილი გზა), რომელიც 1681 წელს არის დაწერილი, ნათქვამია, რომ ნინძებს ლურჯი ფერის ტანსაცმელი უნდა სცმოდათ, რომ ხალხში შერევა შესძლებოდათ (ეს ფერი მოდაში იყო იმ დროს). ღამის ოპერაციების დროს, ისინი შავს (ბნელ ღამეში) ან თეთრს (სავსე მთვარის დროს) იცვამდნენ.

12. ნინძები არ იყენებდნენ სწორ ხმლებს
imageსპეცრაზმელი შუა საუკუნეში.

დღეს პოპულარული "ნინძა-ტო" ანუ ნინძის ხმალი სწორი პირით და კვადრატული ტარით, შუა საუკუნეებში მართლაც არსებობდა იაპონიაში, მაგრამ ნინძებს მისი მოხმარების ფაქტი, მხოლოდ გასულ საუკუნეში მიაწერეს. ნინძები შუა საუკუნეებში, ჩვეულებრივ ხმლებს იყენებდნენ.

13. "კუძი"
imageსაიდუმლო ნიშანი

გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ნინძებს შელოცვა შეეძლოთ ხელის ჟესტებით, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. ამ ხელოვნებას "კუძი" ჰქვია და ის თავდაპირველად ინდოეთში გაჩნდა, ხოლო მოგვიანებით, ჩინეთში და იაპონიაში გავრცელდა. ეს არის ხელის ჟესტების ნაკრები, რომელიც ბოროტების და ავი თვალის განდევნისთვის გამოიყენება ზოგიერთ სიტუაციაში.


14. ხელყუმბარები, ასაფეთქებელი ნივთიერებები, მომწამვლელი გაზი...
imageნინძები არ იყენებდნენ კვამლის შაშხანებს.

კიდევ ერთი მითი, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში არის გავრცელებული, ნინძების მიერ კვამლის შაშხანების გამოყენებას უკავშირდება. მართალია, შუა საუკუნეებში ნინძების საბრძოლო არსენალში იყო იარაღი, რომელიც ცეცხლს უკავშირდებოდა: ნაღმები, ხელყუმბარები, წყალგაუმტარი ჩირაღდნები, ცეცხლოვანი ისრები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და მომწამვლელი გაზი, მაგრამ კვამლის შაშხანები, რომლებსაც ნინძები ისროდნენ და შემდეგ კვამლით დაფარულ ზონაში ჩუმად მოქმედებდნენ – არ ყოფილა.

15. ინ-ნინძა და იან-ნინძა
imageარავინ იცოდა ვინ იყო ნინძა.

ეს სიმართლეა. არსებობს ნინძების ორი სახეობა: ვისი დანახვაც შეიძლებოდა (იან-ნინძა) და ვისი ნინძობაც საიდუმლოდ რჩებოდა (ინ-ნინძა).

16. ნინძა - შავი მაგი
imageმებრძოლი მაგი.

image

შუა საუკუნის ნინძები მართლაც ატარებდნენ სხვადასხვა სახის რიტუალებს, ისევე როგორც, მაგ., სამურაები. მაგრამ, ეს რწმენას და ღმერთისთვის დახმარების თხოვნას უკავშირდებოდა და არა მტერზე მაგიური გავლენის მოხდენას. იმ პერიოდში, ასეთ რიტუალებს მხოლოდ ნინძები კი არა, ჩვეულებრივი ადამიანებიც ატარებდნენ და არა მარტო იაპონიაში


17. ფარული ოპერაციების ჩატარების ხელოვნება
imageნინძები არ იყვნენ ჩვეულებრივი მკვლელები.

მათი ნაწილი მართლაც ქილერი იყო, მაგრამ ნინძები, ძირითადად ფარული ოპერაციების ჩატარებისა და თვალთვალისთვის იყვნენ გაწვრთნილები. გარდა ამისა, მათ შეეძლოთ ნაღმების დამზადება და გამოყენება.


18. "მოკალი ბილი"
imageხატორი ხანძო რეალური პიროვნება იყო.

ხატორი ხანძო მსოფლიომ ფილმით "მოკალი ბილი" გაიცნო. მაგრამ ის ისტორიული პირი იყო, ნამდვილი სამურაი, რომელიც ნინძებს საბრძოლო ხელოვნებას ასწავლიდა. ის იყო ცნობილი გენერალი, რომელმაც მეტსახელად "ეშმაკ ხანძოს" ეძახდნენ.

19. მოყვარულები და ენთუზიასტების
imageლეგენდები და მითები ნინძების შესახებ XX საუკუნეში მოიგონეს.

ნინძებთან დაკავშირებული პირველი ბუმი, იაპონიაში, გასული საუკუნის დასაწყისს უკავშირდება. მაშინ ნინძების შესახებ ცოტამ თუ იცოდა და 1910 წლიდან მოყოლებული, მწერლები და ენთუზიასტები, სხვადასხვა სახის ლეგენდებს თხზავდნენ ნინძებზე. დაიწერა უამრავი წიგნი, რომელშიც უამრავი შეცდომა და დამახინჯებული ფაქტი იყო. ნინძების ფალსიფიცირებული ისტორიები, 70-იან წლებში, ინგლისურად ითარგმან და 80-იანებში, კინომატოგრაფების და კინომოყვარულების საყვარელ ჟანრად იქცა.

20. ნინძა – დაცინვის ობიექტი
imageმენიერული კვლევები ნინძებთან დაკავშირებით.

სამეცნიერო წრეებში, ათწლეულების მანძილზე, ნინძების ისტორიი შესწავლა, დაცინვის საფუძველი ხდებოდა. სერიოზული კვლევები ამ საკითხებთან დაკავშირებით, მხოლოდ უკანასკნელი 2-3 წლის მანძილზე მიმდინარეობს.

21. ნინძის დახვეული გრაგნილი
imageტექსტის დეშიფრირება არასოდეს მომხდარა.

ამტკიცებენ, რომ ნინძაბის მანუსკრიპტები დაშიფრული იყო, რომ მათი წაკითხვა უცხო პირებს ვერ შეძლებოდათ. სინამდვილეში, გრაგნილებში მხოლოდ ნინძის აუცილებელი უნარების ჩამონათვალი არის, ყოველგვარი განმარტების გარეშე. სწავლების მეთოდები კი, ან დაკარგულია, ან სხვა წყაროებში არის დაფიქსირებული.

22. ჰოლივუდური მითი
imageნინძები თავს არასოდეს იკლავდნენ.

ის რომ ნინძები თავს იკლავდნენ, ჰოლივუდური მითია. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მისიის ჩავარდნის შემთხვევაში, ნინძები თავს იკლავდნენ. სინამდვილეში, ნინძების ერთ-ერთ სახელმძღვანელოში წერია, რომ უმჯობესია ყველაფრის გააზრებულად გაკეთება, ვიდრე პრობლემების შექმნა (მაგ., თავის მოკვლა და ყურადღების მიქცევა).

23. “მძინარე" აგენტები
imageზეადამიანური ძალები.

ითვლება, რომ ნინძები ბევრად უფრო ძლიერები იყვნენ, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები, მაგრამ ასეთები ყველა კი არა, მხოლოდ მათი ნაწილი იყო – ის ვინც საბრძოლო ხელოვნების სპეციალური სტილის მომზადება გაიარა. ბევრი ნინძა ფარულად იყო ჩანერგილი მტრულად განწყობილ პროვინციაში. ისინი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და მოგზაურობდნენ ხმებისა და ჭორების გავრცელების მიზნით. ეს ნინძები სხვებისგან კარგი ჯანმრთელობით, მაღალი ინტელექტით, სწრაფი ლაპარაკის მანერით და სულელური გარეგნობით გამოირჩეოდნენ, რომ ირგვლივმყოფების ყურადღება არ მიექციათ.

24. არანაირი კლანი არ არსებობს...
imageთანამედროვე ნინძა.

იაპონიაში უამრავი ადამიანი ამტკიცებს, რომ ნინძის სკოლის მასწავლებელი და საბრძოლო ხელოვნების ოსტატი არის და რომ ისინი, ძველი სამურაების შთამომავლები და გვარის გამგრძელებლები არიან. ეს საკამათო საკითხია, რადგან არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ სამურაების ან ნინძების რომელიმე კლანი გადარჩა.

25. ჯაშუში-დივერსანტები
imageნამდვილი ნინძები, მოგონილებზე უფრო ძლიერები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ გამოგონილი ნინძები, უკანასკნელი 100 წლის მანძილზე, მოსვენებას არ აძლევენ მსოფლიო საზოგადოებას, ისტორიული სინამდვილე ბევრად უფრო შთამბეჭდავი და საინტერესო არის: ნინძები ჯაშუშები იყვნენ, და სხვადასხვა სახის ფარულ ოპერაციებს აწარმოებდნენ, მუშაობდნენ მტრის ზურგში, იყვნენ თვალთვალის ფარული აგენტები და ა. შ.

იაპონია – განსაკუთრებული კულტურის ქვეყანა არის, რომლის შეცნობა ევროპელებისთვის ძალიან რთულია. იაპონიის ისტორიის ერთ-ერთი წარმოუდგენელი ფურცელი – ქალ სამურაებს უკავშირდებათ, რომლებიც მხოლოდ საკუთარ სახლს და ოჯახს კი არ იცავდნენ – მტრებს ისე ამახინჯებდნენ, რომ მათი ცნობა შეუძლებელი ხდებოდა.

5
1215
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1215
  
2016, 22 ივლისი, 17:14
მადლობ ლალი, ხო მორტალ კომბატში მასეა და ვიფიქრე რო რეალობასთან კავშირი ექნებოდა :დ
2016, 22 ივლისი, 8:46
ლინ კუეი არის კომპიუტერული თამაშების გმირი, რომელიც კომპანია Midway Games (კომპიუტერული თამაშების მწარმოებელი და გამავრცელებელი კომპანია) გამოიგონა.
იაპონელ ნინძებს არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ჩინეთთან. ისინა "ჰინინინები" (არაადამიანები) იყვნენ – არაადამიანები იმ გაგებით, რომ მათი პროფესია გვამებთან მუშაობას უკავშირდებოდა (მესაფლავე, ჯალათი, მიცვალებულის გამპატიოსნებელი). ყოველივე ამას არ აკეთებდა მორწმუნე იაპონელი და ამიტომ, ამ პროფესიის ადამიანებს ,,არაადამიანებად" მოიხსენიებდნენ. ამავე ჯგუფში შედიოდნენ მონადირეები და ყასბები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებდნიე იაპონურ საზოგადოებაში, მათ იაპონელები არ ღებულობდნენ და კანონის მიღმა აყენებდნენ ანუ მათ უფლებებს არ იცავდნენ. ამიტომ, ადამიანთა ეს კატეგორია იძულებული იყო თავი დაეცვა და ბრძოლის სხვადასხვა ილეთებს იგონებდნენ. შეეძლოთ დიდი ხნით სუნთქვის შეკავებაც, რადგან გვამებთან მუშაობდნენ, ყოველგვარი ნიღბის გარეშე. კარგად იცოდნენ ადამიანის ფიზიოლოგია, მისი სუსტი და ძლიერი მხარეები. რაც შეეხება უცნაურ იარაღს, რადგან კანონგარეშეები იყვნენ, მათ ეკრძალებოდათ ცივი იარაღის ტარება და თავდაცვის მიზნით, ისეთ იარაღებს ატარებდნენ, რომელიც გარეგნულად სამუშაო იარაღს ჰგავდა.
2016, 21 ივლისი, 22:35
მომეწონა კარგი სტატიაა, ლალი ერთი კითხვა მაქ ასეთი ვერსია არსებობს რო იაპონიაში ნინძების კლანი ჩინეთის მკვლელების კლანიდან (ლინ კუეი) გამოქცეულმა მკვლელმა დაარსა, რამდენად მართალია ეს?
2016, 1 აპრილი, 15:02
დიდი მადლობა შეფასებისთვის
2016, 1 აპრილი, 14:22
Limiti maimc mqondes lali..ra magari da saintereso statiiaaa
0 1 5