x
image
K.P.
შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი მე-5 სართულიდან გადმოვარდა! გოგონას მდგომარეობა მძიმეა
image
ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. გოგონა რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა და მისი ჯანმრთელობა საკმაოდ მძიმეა. როგორც ამბობენ, მოზარდი ფანჯარაზე იჯდა, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და უბედური შემთხვევა მოხდა. მომხდარ ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. image

ევა ჯერ მხოლოდ 14 წლის გახლავთ, სკოლაში დადის და ძალიან კარგადაც ცეკვავს. ის შორენა ბეგაშვილის ერთადერთი ქალიშვილია.

შეგახსენებთ, რომ შორენა დაქორწინებული გახლდათ ბიზნესმენ დავით ბარბაქაძეზე. 17 წლის ასაკში შექმნილმა ოჯახმა ცხოვრების სირთულეებს ვერ გაუძლო. გოგონა დედის მესაიდუმლეა, ერთმანეთს არაფერს უმალავენ და ცხოვრებისეულ ჭირსაც და ლხინსაც იზიარებენ. შორენას თქმით, ევა ის ერთადერთი ადამიანია, ვინც მის ცხოვრებაში მუდმივად რჩება და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. მსახიობს დატვირთული გრაფიკი აქვს, რის გამოც ქალიშვილს ყველგან თან დაატარებს, ცხადია, სადაც ეს შესაძლებელია. "ჩემი შვილი ჩემი ცხოვრების აზრია და მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ. ერთად დავდივართ მაღაზიებში, ვასეირნებთ ძაღლებს, ვსაუბრობთ. ვცდილობ, მივცე ქალური რჩევები და ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებაც გავუზიარო"-გვიამბობდა შორენა.

ევა ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. დედა-შვილის საერთო ფოტოებმა სრულიად ინტერნეტსივრცე დაიპყრო. ყველა აღნიშნავდა, რომ ქალიშვილის სილამაზემ შორენა დაჩრდილა.


ვუსურვოთ ევას ჯანმრთელობა...imageimageimageimage



1
961
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
961
  
2016, 27 მარტი, 10:40
ღმერთმა უშველოს
0 1 1