შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი მე-5 სართულიდან გადმოვარდა - ევა ბარბაქაძის მდგომარეობა მძიმეა
საინფორმაციო სააგენტო ამბები.გე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე მე-5 სართულიდან გადმოვარდა. როგორც ამბები.გე-ს ევას მამის მეგობარმა განუცხადა, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი ფანჯარაზე იჯდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.