"ვინცა ამიტირებს სამშობლოს მგელივით შავეტანები!"-ასეთი სულისკვეთება ქართველ მეომრებს ოდითგანვე მოსდევთ.ერთ ერთი საბრძოლო ხელოვნება ხრიდოლის შექმნა იმან გამოიწვია რომ ქართველები მუდმივად იმყოფებოდნენ საბრძოლო მდგომარეობაში.მტერიც მრავალრიცხოვანი და ძალზედ ძლიერი იყო. მრავალი იმპერია, სამეფოები და სახელმწიფოები გამქრალა მათი თარეშისას, ქართველი მებრძოლებისთვის დღესაც აუცილებელია ხრიდოლის საბრძოლო ხელოვნების შესწავლა, დროით გამოცდილი უნარჩვევების ათვისება.აღსანიშნავია აგრეთვე მეომრული კოდექსი, რომელიც 365 წესს ითვლის.წესების რაოდენობა საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე აშენებული 365 მთავარი სალოცავის რაოდენობით იყო განსაზღვრული, რადგან ქართველ მებრძოლთა მფარველად წმინდა გიორგი ითვლებოდა, ხოლო ყველა მეომარი წმინდა გიორგის ყმად მოიაზრება.ქართული საბრძოლო ხელოვნების შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა სხვადასხვა კუთხის ადათმა და წეს ჩვეულებებმა, ყველა კუთხეს გააჩნდა მისთვის დამახასიათებელი საბრძოლო ტრადიციები.გამორჩეულია აგრეთვე შეტაკება "ჭიდაობა" ერთი ხელით, რომლის დროს მეომარი აჩვენებს თავის ოსტატობას, ძალას და მოხერხებას.პატრიარქმა დალოცა "იბერიელი მგლები", რომლებიც დაკავებულები არიან ხრიდოლის სწავლებით.ხმალი ცივი იარაღია, არსებობს მჭრელი, მჩხვლეტავ-მჭრელიდა მჩხვლეტავი ხმლები.ხმლების წონა მერყეობს 700 გრამიდან (როგორიცა გლადიუსი)7კილომდე(როგორიცაა ცვაიჰენდერი და ფლამბერგი).ერთხელიანი მჭრელი ან მჭრელ-მჩხვლეტავი ხმლის მასა შეადგენს 0.9 გრამიდან 2კილომდე.თავდაპირველად ადამიანები აკეთებდნენ "სპილენძის" მოკლე ხმლებს, ჩვენი წელთაღრიცხვის 2000 წლით ადრე. ქართული ხმლები ძალზედ პოპულარული იყო. მათი დამზადება გამძლეობა და ქართველი მჭედლების სახელი შორს იყო წასული, აგრეთვე არის გადმოცემა რომ საწმისზე იყო დატანილი ფოლადის დნობის, მისი დამუშავების რეცეფტი, რაც აძლევდა ადამიანს სახელს და ამ სწავლების მქონე ადამიანი თითქმის უკვდავად იყო მიჩნეული, მხოლოდ ამას მოიაზრებდა საწმმისის ისტორია და არა პირდაპირ გაგებას იმისას, რომ მისი მფლობელი უკვდავი ხდებოდა.იარაღების ისტორია ხმლებიდან ცეცხლსასროლით დამთავრებული ქართველისთვის ძალზედ ახლოა.დღესაც კი იოლი ნივთებიდან აკეთებენ, მაგრამ როგორც ასეთი ქართული იარაღის შექმნა მოყვარულთა დონეზეა გაჩერებული.რასაც ვერვიტყვით ხმლებზე და სხვა ისტორიულად ცნობილ იარაღებზე.