x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ამ ამბავს წინასაარჩევნოდ სიტუაციის არევის და დღევანდელი ხელისუფლების კონკრეტული უწყების დისკრედიტაციის სუნი უდის- ნინო ლაბარტყავა

მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ გვსურს პოპულარობის "მარკები" ავიწიოთ, ჩვენი სტატუსებიდან გამომდინარე, ჩასაფრებული საზოგადოება ამას უფრო საჯაროს ხდის და ჩვენთვის სრულიად გაურკვეველ იარლიყს აკრავს. ჯერ იყო და პატრულის გინების ფაქტით შოუ-ბიზნესს ეკა ყურშიტაშვილის სახით "ახალი ვარსკვლავი" შეემატა, ამ წლის 1 იანვარს, ახალი წლის დღიდან კი ალიას ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა მოექცა განკითხვის ობიექტივში იმის გამო, რომ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "დაპოსტილი" ამბავით მოგვითხრო, თუ როგორ შეესწრო შვილთან ერთად, სასტუმრო რედისონის მე-15 სართულზე წყვილის სახალხო "სექსს". ასევე დიდი აჟიტირებით ჩაიარა მისმა პოსტმა, სადაც ამბობდა, რომ ყველა ლგბტ-ს ერთ დიდ საქათმეში სიამოვნებით გადაასახლებდა. ახალ სკანდალში გაება "მძიმე კაცთან" ჩაწერის დროს, რასაც ასევე დიდი გამოხმაურება მოყვა ანონსის შემდეგ, თუმცა ნინოს ხალხის არც ეს რეაქცია ადარდებდა. სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო მიწვეული გასულ კვირას "ნანუკას შოუში", სადაც თემად იყო "სექსი" და ნინო ძველ პოზიციაზე დარჩა, რომ საჯარო სექსი- ამორალობაა.


ნახევარი საათიც არაა რაც ნინომ ახალი პოსტი დადო საკუთარი facebook-ის გვერდზე, რომელსაც უცვლელად შემოგთავაზებთ.



"გუშინ ისეთი ამბავი გავიგე, რომ იტყვიან – შოკში ვარ...
ამ ეტაპზე მე ვერ დავწერ, რაზე მაქვს საუბარი, ან საერთოდ, რა საკითხს ეხება ეს შოკისმომგვრელი ამბავი, მაგრამ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, დავასკვენი:
თუ ეს სიმართლეა – ვაი, მაგრამ თუ ეს სიმართლე არაა – ვუი, იმიტომ, რომ ბოლო შემთხვევაში, საქმე გვექნება უდიდეს პროვოკაციასთან, რასაც წინასაარჩევნოდ სიტუაციის არევის და დღევანდელი ხელისუფლების კონკრეტული უწყების დისკრედიტაციის სუნი უდის...
ახლა ცოტა "წაკონკრეტებასავით" გამომივიდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ვერც წარმოიდგენთ, რაზე მაქვს საუბარი...
პ.ს. – 2–3 დღეში ამ ამბავს აუცილებლად გავასაჯაროებ და ახლა ამას არ ვაკეთებ მხოლოდ იმიტომ, რომ ვცდილობ, უფრო მეტი დეტალი გავიგო მის ირგვლივ....
უკაცრავად, რომ შეიძლება ინტრიგასავით გამომივიდა, მაგრამ მართლა მეძნელებოდა, ეს პოსტი არ დამეწერა...."- წერს "დაშოკილი" ნინო.

image

0
57
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0