x
image
alex999
რომის პაპმა დიდ ხუთშაბათს მუსლიმებს და ინდუისტ მიგრანტებს ფეხები დაბანა! (+ვიდეო)
კათოლიკების სულიერო ლიდერი, რომის პაპმა ფრანცისკემ, დიდი ხუთშაბათის აღსანიშნავად და ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ გამძაფრებული ანტი-მუსლიმური განწყობის საპასუხოდ, რომის პროვინცია კასტელნუოვო დი პორტოში ქრისტიანებთან ერთად მუსლიმ და ინდუისტ მიგრანტებს ფეხები დაბანა და შემდეგ აკოცა.


image


პაპმა ფრანცისკემ აღდგომის საკვირაო მესაზე, სისხლის წყურვილით უდანაშაულო ადამიანების ხოცვა დაგმო. მან 11 მიგრანტს, რომლეთაგან 3 რელიგიით მუსლიმი

იყო ფეხი დაბანა და შემდეგ მათ ფეხზე აკოცა.



უჩვეულო რიტუალი, რომელიც რომის პაპმა შეასრულა, მიზნად ისახავდა

ანტი-მუსლიმანურ განწყობილ აქტივისტებს, რომლებმაც ტერაქტების შემდეგ,

მუსლიმანური სამყარო შეიძულეს.


„ჩვენ განსხვავებული კულტურა და რელიგია გაგვაჩნია, მაგრამ ძმები ვართ და მშვიდობიანი ცხოვრება გვინდა“ - განაცხადა რომის პაპმა.


"როგორც იუდა მოციქულის, ასევე ამ ტერაქტების უკან მდგომასაც სისხლი

სწყუროდათ" - დაამატა რომის პაპმა.


როგორც ცნობილია, ქალაქ კასტელნუოვო დი პორტოში 25 ქვეყნიდან 900-ზე

მეტი მიგრანტი იმყოფება. რომის პაპმა მიგრანტების თანხლებით გაიხსენა

იესო ქრისტეს გამყიდველი მოციქული იუდა:


"მუსლიმანი, ინდუისტი, ქრისტიანი თუ კოპტური რელიგიის წარმოამდგენელი....

არ აქვს მნიშვნელობა, დღეს აქ ყველა ერთად ვართ, ყველა ძმები ვართ.

მხოლოდ ერთი რამ გვსურს, ეს არის მშვიდობა, მშვიდობის მოყვარული ერთი

ღმერთის შვილები ვართ. 3 დღის წინ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში განხორციელდა

ტერაქტი, ვინც ეს ჩაიდინა მათ არ სურთ მშვიდობა, მათ სულებს ეშმაკი ფლობს.

მაგრამ ამ ჟესტის უკან სხვები არიან, როგორც იუდა მოციქულის... მათ ქრისტეს

სისხლი სწუროდათ, ამიტომ იუდა შეისყიდეს. ამ ტერორისტებსაც მსოფლიოში

მხოლოდ სისხლისღვრა სწყურიათ და ამით ვერ ხვდებიან თუ რამდენად

შეურაწჰყოფენ საკუთარ რელიგიას, ისინი ბოროტად იყენებ წმინდა ყურანს და

ისლამს. რელიგია აქ არაფერ შუაშია, მათ მხოლოდ ომი და სისხლი უნდათ..."



აქვე მინდა ავღნიშნო, რომ კათოლიკე ქრისტინები აღდგომას წელს 27 მარტს აღნიშნავენ.




















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


0
69
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0