x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
დღემდე ამოუხსნელი საიდუმლოები ოკეანეში
მსოფლიოს ოკეანეები ისეთივე იდუმალი და ბოლომდე შეუცნობელია თავისი საიდუმლოებებით, როგორც კოსმოსი. ადამიანის გონებას კი არ შეუძლია იმ ყველაფრის გაცნობიერება, რაც ჩვენს პლანეტაზე რეალურად ხდება. მრავალი პროცესი, რომლებიც ოკეანის სიღრმესა თუ მის ზედაპირზე მიმდინარეობს, იწვევს სწავლულ მეცნიერებს, თუმცა საუკუნეების მანძილზე დღემდე, მათ ვერ მოუძებნეს სათანადო ახსნა-განმარტება ამ მოვლენებს.


image

მაშასადამე, დღევანდელ სტატიაში მინდა პარანორმალური შემთხვევების შესახებ გესაუბროთ, რომელთა პროცესები ოკეანეში მიმდინარეობს, თუმცა დღემდე იდუმალ და საინტერესო, ამოუხსნელ ხასიათს ატარებენ და რჩებიან სადღაც ჩრდილში.



1. ეშმაკის ზღვა. ეგრედ წოდებული ეშმაკის ზღვა მდებარეობს წყნარ ოკეანესთან, კუნძულ მიაკის მიმდებარედ, რომელმაც იაპონური ხომალდებიდან 700-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე წაიღო. რამ განაპირობა მათი გაქრობა, დღემდე უცნობია.


image



2. იაპონური ატლანტიდა. 1986 წელს მყვინთავებმა იაპონიის სამხრეთით, კუნძულ იუნაგუნთან აღმოაჩინეს რიგი სტრუქტურების, მათ შორის პირამიდები, იონაგუნის ძეგლი; 5 ეკლესია, სტადიონი და ციხის ნანგრევები. მეცნიერებს სჯერათ, რომ ეს დაკარგული ცივილიზაციის ნაშთებია. ამ პრეისტორიული ობიექტის ირგვლივ უამრავი საიდუმლო და თავსატეხია.

image




3. გემი მოჩვენება. კაპიტანმა Morehouse-მ 1872 წლის 4 დეკემბერს კომერციული, მცურავი გემი აღმოაჩინა. გემი იყო მიტოვებული და მასზე სულიერი არავინ ჩანდა. მისი და მასზე მყოფი მგზავრების გაუჩინარების ამბავიც ერთ დიდ საიდუმლოს წარმოადგენს და გემი მოჩვენების სახით, დიდი გადაუჭრელი საიდუმლო შეემატა კაცობრიობის ისტორიას.

image



4. ბერმუდის სამკუთხედი. ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე ამოუცნობი ფენომენი, საიდუმლო- "ბერმუდის სამკუთხედი" - ეს არის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი და საიდუმლო რაიონი ატლანტიკის ოკეანეში, რომელშიც თითქოს-და ხდება საზღვაო და საჰაერო გემების მისტიური, იდუმალი გაუჩინარება. რაიონი შემოსაზღვრულია ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულამდე, შემდგომ პუერტო-რიკომდე და უკან ფლორიდამდე ბაჰამების გავლით. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ბერმუდის სამკუთხედში გაუჩინარებულა 100-ზე მეტი თვითმფრინავი, წყალქვეშა თუ ისე გემი და 1000-ზე მეტი ადამიანი.


1918 წელს გაუჩინარდა სამხედრო გემი USS Cyclops-ი. 1945 წელს, ხუთი გემი და მათ საშველად წასული თვითმფრინავი და ბევრი სხვა ხომალდი დაიკარგა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.


მეცნიერებს ამ მოვლენის ასახსნელად 10-მდე ჰიპოთეზა აქვთ, ერთ-ერთი მიზეზი ბერმუდის სამკუთხედის უარყოფითი მიზეზი მაგნიტური ველია, რომელიც ამ რაიონში განსაკუთრებულად ძლიერია. დაკვირვების ფონზე ნათელი ხდება, რომ ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიაზე კომპასის ისრები სწრაფ რხევას იწყებენ, სანავიგაციო მოწყობილობა კი ნორმალურად ფუნქციონირებას წყვეტს. ამის მიზეზი ისაა, რომ ბერმუდის სამკუთხედი ერთადერთი იშვიათი რეგიონია, სადაც გეოგრაფიული ჩრდილოეთი და მაგნიტური ჩრდილოეთი ერთმანეთს ემთხვევა, რაც თავის მხრივ ელექტრომაგნიტურ შტორმებს იწვევს. სწორედ მათი მიზეზით გამოწვეული ძლიერი მაგნიტური ტალღა ხდება მიზეზი 100-ბით გემისა და თვითმფრინავის გაუჩინარებისა.


სხვა ვერსიით ბერმუდის სამკუთხედის ასეთი უცნაურობები გობსთრიმის დინებაა, რომელიც ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში თბილ დინებათა მძლავრი სისტემაა და 10 000 კილომეტრზე ვრცელდება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ გობსთრიმის დინება ხომალდების ნამსხვრევებს შორს მიაქანებს, რის გამოც ნარჩენები უკვალოდ ქრება.


ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი, შედარებით რეალური მოსაზრება
გაჩნდა, თურმე ბერმუდის სმკუთხედის მისტიურობა ჭარბი რაოდენობით მეთანის აირის შედეგია. თეორიის მიხედვით, ოკეანის ფსკერიდან ამოსული აირი ბუშტად გარდაიქმნება, იზრდება, ზედაპირზე მიიწევს და იქ ფეთქდება. ამის შემდეგ აირი ჰაერში ადის, მეთანის ბუშტი წყლის სიმკვრივეს ამცირებს, რის გამოც ხომალდი
ვეღარ ახერხებს წყალზე გაჩერებას და იძირება. ამ გიგანტურ ბუშტებს თვითმფრინავის ჩამოგდებაც შეუძლია. პირველი ფაქტი 1840 წელს დაფიქსირდა, როდესაც ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაოს პორტთან იალქნიანი ხომალდი როზალი აღმოაჩინეს. ხომალდზე იალქნები აღმართული იყო, მასზე აღჭურვილი ყველა აპარატურაც ხელ-უხლებელი, თუმცა მასზე არცერთი ეკიპაჟი არ იმყოფებოდა და მათ კვალსაც ვერსად მიაგნეს.

თუმცა, მიუხედავად ამ აღმოჩენისა, ბერმუდის სამკუთხედის მისტიურობა კვლავ ამოუცნობია და გაუჩინარებული ვერტმფრენებისა და ხომალდების საიდუმლო, ისევ საიდუმლოდ რჩება. მისტიკური ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს ამოხსნას მეცნიერები კვლავ ცდილობენ, თუმცა ატლანტის ოკეანის ამ მონაკვეთზე მგზავრობას, დღემდე ყველა ერიდება.

image




5. ბალტიის ანომალია. უცნობი წარმოშობის მოწყობილობა მდებარეობს ბალტიის ზღვის ბოლოში. ნებისმიერი გემი, რომელიც იმ ადგილას გავლას ბედავს, ექვემდებარება ელექტრომაგნიტურ ტალღებს. გემზე არსებული რადიო გადამცემები მწყობრში რჩება, მაგრამ დღემდე, ჯერ-ჯერობით ვერავინ განსაზღვრა მისი მოქცევის ზუსტი ბუნება.

image



6. რძის ზღვა. ბიოლუმინესცენციური ბაქტერიები სინათლის საოცარ ეფექტებს ქმნიან ღამით ზღვის ფსკერზე. ფართოდაა გავრცელებული მათზე მრავალი, ცნობილი საზღვაო ისტორიები, თუმცა მეცნიერებმა სინათლის წყაროს კონსენსუსი ჯერ ვერ დაადგინეს.

image



7. გიგანტური კალმარი. 2012 წლის ივლისში აღმოჩენილი იქნა 1000კგ წონისა და 13 მეტრი სიგრძის კალმარი (ზღვის მოლუსკი). საცეცების მეშვეობით მას თავისუფლად შეუძლია გემის დაჭერა და პირის მიმართულებით წაღება. ოკეანეების სიღრმეში ამ მონსტრის არსებობა ადრეც დადასტურდა.

image



8. ზღვაში გაუჩინარებანი. 1937 წელს Amelia Earhart-ი და მისი თანამშრომელი, პილოტი Fred Noonan-ი გაქრნენ იმ მომენტში, როდესაც გადაუფრინეს წყნარ ოკეანეს კუნძულ ჰაოლენდის მიმდებარედ.


ათეული წლის შემდეგ, 2014 წლის 8 მარტს, მალაიზიის ავიაკომპანიის თვითმფრინავიც MH370 ანალოგიურ ადგილას, ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე გაქრა.

image



9. წყალქვეშა გემების გაუჩინარება. 1968 წელი სულაც არ იყო ბედნიერი და სახარბიელო საფრანგეთის, აშშ-ს და ისრაელისთვის. მასობრივად იკარგებოდა მათი წყალქვეშა გემები ყოველგვარი კვალის გარეშე. მიზეზი და ადგილი კი დღემდე ვერ დადგინდა.

image



10. დიდი ბინადარი. ყველაზე დიდ ზვიგენად ცნობილი, 4 მეტრი სიგრძის, თეთრი ბინადარი მოულოდნელად შეჭამა ძალზედ დიდმა, გაურკვევემა რაღაცამ, რომელიც ასევე წყალში ბინადრობს. მეცნიერებმა ხანგრძლივად შეისწავლეს ეს ფაქტი და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს არსება ყველა იმათზე დიდია, რაც კი აქამდე წყალში არსებული მტაცებელი უნახავთ. სულაც არაა გამორიცხული ბევრი გემის გაუჩინარების მიზეზი რომ სწორედ ის ყოფილიყო.

image


10
1604
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1604
  
2016, 19 მაისი, 16:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 19 მაისი, 16:28
დიდი მადლობა ქალბატონო ლალი.
2016, 19 მაისი, 16:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 25 მარტი, 14:12
მადლობა გუჯა ;)
2016, 25 მარტი, 14:08
მაგარია მაკა, თუმცა აქაც დამასწრეს გაზიარება :)
2016, 25 მარტი, 13:58
ესეთი თემები ძალიან მომწონს
2016, 25 მარტი, 13:54
:))) გაიხარე ალექს.
2016, 25 მარტი, 13:52
მოვასწარი გაზიარება :D ძაან მაგარია.... თვალი ვერ მოვწვიტე
2016, 25 მარტი, 13:48
ვერ მიგიხვდი
2016, 25 მარტი, 13:47
ეს სტატია ჩემია
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10