x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
10 ეშმაკური ხრიკი, რომლებიც საგანგებო სიტუაციაში დაგეხმარებათ- გაითვალისწინეთ
image


ძალიან ბევრი წვრილმანი არსებობს, რომლებიც გამაღიზიანებელ და დისკომფორტულ სიტუიაციას გვიქმნიან ცხოვრებაში, თუმცა დღევანდელ სტატიაში მოცემული 10 ეშმაკური ხრიკი დაგეხმარებათ ამ შემთხვევების თავიდან მარტივად აცილებაში. ამიტომ "პოსტი" ძირითადად ეხებათ ქალბატონებს, მამაკაცებს კი უბრალოდ შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენს ახლობელ მდედრებს.


როგორ მოვიქცეთ თუ ახალი ფეხსაცმელი ტერფებს გვტკენს; ბიუსტჰალტერის "რკინა" გვიღიზიანებს კანს; საყვარელი ტანსაცმელი დაგვილაქავდა; შარვალსა და ზედატანზე მიგვეკრო მტვერი და თმა? ამ ყველაფრისა და სხვათა ატანა აღარ მოგიწევთ თუ გაითვალისწინებთ ქალთა ბრწყინვალე საიდუმლოებას, რომელთაც ეხლავე გაგანდობთ.


1. საპარსი ქაფი არაჩვეულებრივი საშუალებაა ტანსაცმლიდან ლაქების ამოსაყვანად. თუ შემთხვევით ზედატანი დაგესვარათ კოსმეტიკური საშუალებებით, ტომატის სოუსით, ცხიმით და ა.შ, ამ შემთხვევაში დაზარალებულ ადგილს წაუსვით საპარსი ქაფი, დააყოვნეთ და მსუბუქად ამორეცხეთ. ბრწყინვალე შედეგიც არ დააყოვნებს.

image



2. სარეცხის სარჭი (შპილკა) უნიკლაური საშუალებაა თქვენი ყურსასმენების კომპაქტურად დასაკეცად და შესანახად.

image



3. ფეხსაცმლის თასმების გაფუჭებული ბოლოები, რომლებიც ფეხსაცმელში ადვილად აღარ ეყრება, შეგიძლიათ გაასწოროთ და კომფორტული მოსახმარი გახადოთ ფრჩხილის უფერული ლაქის მეშვეობით.

image



4. ზაფხულის ცხელ დღეებში ჭარბი ოფლიანობის გამო პერანგზე სისველეს მარტივად აიცილებთ ამ მეთოდით.

image




5. უბრალოდ მიაკერეთ ბიუსტჰალტერი უმკლავო და ამოღებულ ზურგიან კაბაზე. გენიალური გადაწყვეტილებაა.

image



6. ჩამკეტი ღილაკის მეშვეობით შეგიძლიათ თქვენი ბიუსტჰალტერის თასმა დაიჭიროთ ბლუზის ქვეშ და ის ვეღარ შეგაწუხებთ არასასურველი გამონათებით.

image



7. ბიუსტჰალტერის ნაკლს კი, იმ შემთხვევაში თუ ჯერ-ჯერობით სხვა არ გაგაჩნიათ, აი ასე გამოასწორებთ:

image



8. სისუფთავე ყოველთვის და ყველგან... ჩვეულებრივი საპარსი სამართებელის (ბრიტვა) მეშვეობით შეგიძლიათ არასასურველი ნაწილები მოაცილოთ ტანსაცმელს.

image



9. იყიდეთ ფეხსაცმელი და ძალიან გიჭერთ, არ იცით როგორ გაუმკლავდეთ ტკივილს რომ მოიხმაროთ? მაშინ ცელოფნებში ჩაასხით წყალი, ჩადეთ ფეხსაცმელში და ამ ვითარებაში დააყოვნეთ ერთი ღამე საყინულეში. ნახავთ, რომ ის საგრძნობლად გაიწევს და ფეხებიც აღარ გეტკინებათ.

image



10. * ქუსლიანი ფეხსაცმელების მოყვარულებს კი შემდეგს გირჩევთ: ფეხის მესამე და მეოთხე თითზე თუ კი დაიწებებთ ლეიკო პლასტირს, ქუსლების გავლენით ტერფებზე ზეწოლა საგრძნობლად შემცირდება. გასეირნებაც იქნება უფრო ხანგრძლივი, ყოველგვარი ფეხების დაღლის გარეშე.

image



* თუ კი ღია ფეხსაცმლის ქვეშ ჩაიცვამთ თხელ, ნეილონის წინდას, კანს აღარ გაგიხეხავთ, შესაბამისად ფეხსაცმლის ქვეშ არ გამოჩნდება და ვიზუალურ სილამაზესაც არ დაკარგავს.

image



* რჩევა ისევ მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარულებს: თუ თქვენ შეკერავთ მსგავს პატარა ბალიშებს, როგორიც ფოტოზეა მოცემული და მოიხმართ ფეხსაცმელში ფეხის ქვეშ, ქუსლების სიმაღლე დიდი აღარ მოგეჩვენებათ და ამ კომფორტულობის გამო საღამოც დაღლის გარეშე ჩაივლის.

image



4
7990
26-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
7990
  
2016, 25 მარტი, 11:35
არაფრის გენაცვალე
2016, 25 მარტი, 11:32
დიდი მადლობა შორე :*
2016, 25 მარტი, 11:32
გაზიარებულია გენაცვალე
2016, 25 მარტი, 11:31
კარგი სტატია მაკ წარმატებები
0 1 4