ფეხბურთი ბრიტანელ ფეხბურთელს 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვანი გოგონას შეცდენის გამო 2016, 25 მარტი, 9:28 ქალაქ ბრედფორდის სასამართლომ 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა კლუბ "სანდერლენდის" ნახევარმცველს ადამ ჯონსონს 15 წლის გოგონას მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებისთვის.
სპორტსმენმა აღიარა მოზარდთან სექსუალური კონტაქტი.როგორც მოსამართლე ჯონათან როუზმა აღნიშნა, გოგონამ გადაიტანა მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა. გოგონა 15 წლისაც არ იყო, როდესაც მას ჯონსონი აეკიდა. მოსამართლე ირწმუნებოდა, რომ ბრალდებულმა იცოდა გოგონას ასაკი და მიუხედავად ამისა მასთან მაინც დაამყარა სექსუალური კავშირი. თებერვლის დასაწყისში "სანდერლენდის" ხელმძღვანელობამ ფეხბურთელთან კონტრაქტი გააუქმა.ასევე მოქცა სპორტული გიგანტი Adidas-ი, რომელმაც ფეხბურთელთან სარეკლამო კონტაქტი გააუქმა. თავის საფეხბურთო კარიერის მანძილზე ჯონსონმა 12 მატჩი ითამაშა ინგლისის ნაკრებში, "სანდერლენდში" მოსვლამდე "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავდა.თავის კარიერის ფეხბურთელმა 58 გოლი გაიტანა. 197 8-ს მოსწონს 1-ს არა
|