მსოფლიო როგორ გამოიყურებოდნენ მსოფლიო ლიდერები ახალგაზრდობაში? 2016, 24 მარტი, 11:52 ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიო ლიდერების ახალგაზრდობას. ნახეთ როგორ
გამოიყურებოდნენ ისინი მომწიფების ასაკში...
კიმ ჩენ ინი - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, რომელმაც მსოფლიოს წყალბადის ბომბი გააცნო ჯორჯ ბუში - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ლიდერი, რომელმაც პრეზიდენტობის თანამდებობა მიიღო 1988 წელს. ჯორჯ ბუშის თაოსნობით 1991 წელს აშშ-მ დაიწყო ომი ერაყის წინააღმდეგ, სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასამხობად. მაჰათმა განდი - ინდოეთის ეროვნული ლიდერი. ის იყო პოლიტიკური აქტივისტი. მაჰათმას ძალიან დიდი წვლილი აქვს ინდოეთის დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობის მოპოვებაში. ტონი ბლერი - დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი (1997 - 2007) ბლერი იყო წარმატებული ლიდერი, აქედან გამომდინარე ის დაინიშნა ახლო აღმოსავლეთში დესპანად გაეროს, ვროკავშირის, აშშ-ისა და რუსეთის (კვარტეტი) სახელით. ბილ გეიტსი - ნამდვილი სახელით უილიამ ბილ გეიტსი, არვიცი რამდენად სწორია მისი მსოფლიო ლიდერებს შორის მოხვედრა, მაგრამ ამერიკელ ბიზნესმენს და ინვესტორს მსოფლიოსთვის ძალიან ბევრი გამოგონება აქვს, თან ძალზედ საჭირო. ის არის კომპანია Microsoft-ის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი. მისი პირადი კაპიტალი ფორბსისის 2016 წლის მონაცემით შეადგენს 79 მილიარდ დოლარს. დღესდღეობით, გეიტსი არის ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში. Microsoft-ის წლიური შემოსავალი 2015 წლისათვის 93.58 მილიარდი დოლარია. ფიდელ კასტრო - კუბის ლეგენდალური ლიდერი, თავდაპირველად ფიდელ კასტრო იყო რევოლუციის ლიდერი 1959 წელს, ხოლო შემდეგ გახდა პრეზიდენტი(1976 - 2008) სტივ ჯობსი - კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და გამომგონებელი. ის იყო Apple-ის თანადამფუძნებელი. 1986–2006 წლებში ის ასევე იყო პიქსარის ანიმაციური სტუდიის აღმასრულებელი დირექტორი. 2011 წლის 5 ოქტომბერს, სტივ ჯობსი პანკრეატული სიმსივნისგან გარდაიცვალა 56 წლის ასაკში. ელისაბედ II უინძორი - დედოფალი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქმედი მმართველია. ასევე თანამეგობრობის 15 სახელმწიფოს მეთაური (ავსტრალია, ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამები, ბარბადოსი, ბელიზი, გრენადა, კანადა, ახალი ზელანდია, პაპუა-ახალი გვინეა, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სოლომონის კუნძულები, ტუვალუ, იამაიკა) უგო ჩავესი - უგო რაფაელ ჩავეს პრიასი იყო ვენესუელის ყოფილი ლიდერი და რევოლუციონერი. 2013 წლის 5 მარტს, ჩავესი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეფე სალმანი - საუდის არაბეთის მეფე და ორი წმინდა მეჩეთის მცველი. მეფე გახდა 2015 წლის 23 იანვარს, მას შემდეგ რაც გარდაიცვალა მისი ძმა აბდალა. ალბერტ აინშტაინი - უეჭველია, რომ აინშტაინი მსოფლიოს ლიდერთა უმეტესობას ჯობდა. ფიზიკის მამა და XX- საუკუნის უდიდეს მეცნიერი, მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. დაჯილდოებულია ასევე ნობელის პრემიით. გარდაიცვალა 1955 წლის 18 აპრილს. ანგელა მერკელი - გერმანელი პოლიტიკოსი და პირველი ქალი კანცლერი 2005 წლიდან დღემდე. წარმოგიდგენთ ანგელას ახალგაზრდობის ფოტოს... ბილ კლინტონი - იყო აშშ-ს რიგით 42-ე პრეზიდენტი (1993 -2001 ) რომის პაპი - ფრანცისი ბარაკ ჰუსეინ ობამა - აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი. ნობელის მშვიდობის პრემიის 2009 წლის ლაურეატი. ობამა აშშ-ს ისტორიაში პირველი შავკანიანი პრეზიდენტია, ასევე პირველი პრეზიდენტი, რომელმაც 88 წლის შემდეგ კუბაში ფეხი დადგა და ამ ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობაც შეწყვიტა. ჰილარი კლინტონი - ამერიკელი პოლიტიკოსი, 2009-2013 წლებში იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში. ვლადიმერ პუტინი - რუსი პოლიტიკოსი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი 2000-2008 წლებში. 2012 წლის არჩევნებში მან კვლავ მოიპოვა პრეზიდენტობა. პუტინი ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ლიდერად ითვლება, მისი ერიდება თითქმის ყველა ქვეყნის ლიდერს. ნელსონ მანდელა - სრული სახელი: როლიჰლაჰლა დალიბუნგა მანდელა. ძლიერი პოლიტიკური აქტივისტი და სამხრეთ აფრიკის პირველი პრეზიდენტი. ჯონ ფიცჯერალდ „ჯეკ“ კენედი - აშშ-ს 35 პრეზიდენტი, რომელიც მოკლეს. მადლობა ყურადღებისთვის! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 5245 11-ს მოსწონს
|