x
image
alex999
"ბერმუდის ეშმაკის სამკუთხედიდან" გადარჩენილი პილოტი!
ბერმუდის სამკუთხედი — ეს არის რაიონი ატლანტის ოკეანეში, რომელშიც

თითქოს საზღვაო და საჰაერო ხომალდების საიდუმლო გაუჩინარებანი ხდება.

რაიონი შემოფარგლულია ხაზებით ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულებამდე,

შემდეგ კი პუერტო-რიკომდე და უკან ფლორიდამდე ბაჰამების გავლით.




image


უკვე საუკენეებია რაც ბერმუდის სამკუთხედი დაწყევლილ ტერიტორიად ითვლება.

არის თუ არა ამ დაწყევლილ ადგილიდან გადარჩენილი ვინმე? ამ კითხვაზე პასუხი

თუ გაინტერესებთ, მაშინ ამ სტატია ყურადღებით ადევნეთ თვალყური.


image


ბერმუდი სამკუთხეთი ასობით გემის და თვითმფრინავის სასაფლაოს წარმოადგენს.

ამ ადგილზე ძალიან ბევრი ადამიანია დაღუპული, რაოდენობა ცნობილი არ არის,

მაგრამ ეს ციფრები ათასებშია ნაგულისხმები. 1970 წელს პუერტო-რიკოდან

მაიამიში მფრინავ თვითმფრინავის პილოტმა ცხოვრებისეული უდიდესი

გამოცდილება მიიღო.


image







"პუერტო-რიკოდან მაიამიში მივფრინავდი, ნახევარი საათის შემდეგ, უეცრად

სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. თავდაპირველად ელექტრონული მოწყობილობები

მწყობრობიდან გამოვიდა, შემდეგ კომპასიც აირია. მაშინვე სიტუაცია შტაბს

ვამცნობე, მაგრამ ჩემს გარშემო რაც ხდებოდა, ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო".


image


"თვითმფრინავის გარშემო თეთრი ნისლის ღრუბელი ჩამოწვა, თვითმფინავი

თითქოს ხვრელში იყო ჩათრეული, მაგრამ სადღაც ბოლოში ვხედავდი ცას...

გადავწყვიტე თვითმფრინავის კურსის შეცვლა იმ მხარეს, სადაც ვხედავდი

მოწმენდილ ცას, მაგრამ ეს ამ მომენტში შეუძლებელი იყო. ამ ხვრელში

დავინახე თეთრი ზოლები, რომელიც საათის ისარივით მოძრაობდა".


image


"თვითმფრინავის ელექტრონული მოწყობილობა გამოსწორდა, კომპასის ამუშავდა.

შტაბს ვკიტხე თუ რა ხდებოდა ან სად ვიყავი... მათ მიპასუხეს, რომ 3 წუთის

განმავლობაში სიგნალი არ მიუღიათ, მაგრამ ამჟამად მიიღეს და უკვე მაიამის

ზედ დაფრინავო... მე მათ ვაუწყე, რომ ისინი ცდებოდნენ, რადგან 27 წუთის

საფრენი მქონდა მაიმიმდე. მაგრამ როდესაც დაბლა დავიხედე, ლამის შოკში

ჩავვარდი, უკვე მაიმიში ვიყავი"...


imageimage



ბერმუდის სამკუთხედის შესახებ უკვე ძალიან ბევრი ლეგენდა არსებობს, პილოტის

ისტორიამ მთელი ინტერნეტსივრცე მალევე დაიპყრო. დღემდე "ბერმუდის

სამკუთხედის კატასტროფებს" გადარჩენილი არ ჰყავს, როგორ გადარჩა ეს

იღბლიანი პილოტი, ჯერ-ჯერობით უცნობია. რამოდენიმე ვერსია გავრცელდა

სამკუთხედის საიდუმლოებების ახსნის შესახებ, მაგრამ 100% არცერთი ვერსია

არ დამტკიცებულა.




პ.ს


"ჩემი აზრით ამ საიდუმლოებებით მოცულ ადგილს ჯერ-ჯერობით ზუსტად ვერ

ახსნიან, როგორც პირამიდების ახსნა სრულად ვერ ხერხდება, ასევე ბერმუდის

სამკუთხედიც არ არის მარტივად ასახსნელი საიდუმლო...ვნახოთ რა იქნება

სამომავლოდ"














მადლობა ყურადღებისთვის!








სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი











5
2758
15-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
2758
  
2016, 6 მაისი, 17:28
უბრალოდ ვერ გაიგებ რა... ბოლო პასუხს არავინ გვეტყვის.. ეგეთი თემა... მე ყველაფრის მჯერა ამ პლანეტაზე
2016, 6 მაისი, 16:48
ძალიან საინტერესო იყო მადლობა ავტორს! ჩემი აზრით მაქ რამოდენიმე ვარიანტია ერთ ერთი... იქნება ამინდის არასტაბილურობა და უეცარი ცვლილებები რაც, თავის თავად მოქმედებს მაგნიტურ ველებზეც და ეს უკანასკნელი ელექტროობაზე და მოწყობილობებზე ამის გამოა რომ, ისრები ტრიალებენ და ორიენტაციას კარგავენ მფრინავები თუ მეზღვაურები! მეორე მოსაზრებით დისკოვერის არხს თუ დავუჯერებთ იძახიან რომ მაქ არის წყალქვეშა ბაზა და სპეციალურად ყრიან ამ ჭორებს რომ არასასურველი სტუმრები აირიდონ თავიდან! :)
2016, 22 მარტი, 16:59
ყველას თავისი აზრი აქვს რა თქმა უნდა, მე მეჯრა, რომ მაგნიტური ველისა და გობსთრიმის დინების გავლენაა. :))
2016, 22 მარტი, 16:52
მადლობა გაზიარებისთვის, მაგრამ ამ ადგილის მისტიურობის რატომღაც მჯერა.
2016, 22 მარტი, 16:48
მეცნიერებს ამ მოვლენის ასახსნელად 10-მდე ჰიპოთეზა აქვთ, ერთ-ერთი მიზეზი ბერმუდის სამკუთხედის უარყოფითი მიზეზი მაგნიტური ველია, რომელიც ამ რაიონში განსაკუთრებულად ძლიერია. დაკვირვების ფონზე ნათელი ხდება, რომ ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიაზე კომპასის ისრები სწრაფ რხევას იწყებენ, სანავიგაციო მოწყობილობა კი ნორმალურად ფუნქციონირებას წყვეტს. ამის მიზეზი ისაა, რომ ბერმუდის სამკუთხედი ერთადერთი იშვიათი რეგიონია, სადაც გეოგრაფიული ჩრდილოეთი და მაგნიტური ჩრდილოეთი ერთმანეთს ემთხვევა, რაც თავის მხრივ ელექტრომაგნიტურ შტორმებს იწვევს. სწორედ მათი მიზეზით გამოწვეული ძლიერი მაგნიტური ტალღა ხდება მიზეზი 100-ბით გემისა და თვითმფრინავის გაუჩინარებისა.

სხვა ვერსიით ბერმუდის სამკუთხედის ასეთი უცნაურობები
გობსთრიმის დინებაა, რომელიც ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში თბილ დინებათა მძლავრი სისტემაა და 10 000 კილომეტრზე ვრცელდება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ გობსთრიმის დინება ხომალდების ნამსხვრევებს შორს მიაქანებს, რის გამოც ნარჩენები უკვალოდ ქრება.

ვფიქრობ მეცნიერების დასკვნებს შორის ეს დებულებები უფრო რეალურია და სულაც არ არის მისტიური ეს ადგილი. ამ პილოტს კი უბრალოდ იმიტომ გაუმრათლა, რომ ამ დროს მაგნიტური ველი არ იყო გაძლიერებული და მის შტორმს გადაურჩა.

გავაზიარე.
0 1 5