x
image
იოდა
როგორ ესმით პატარებს სიყვარული
image






























ჩვენ ყველას, უფროსებს, სიყვარულზე თითქმის ერთიგაიგივე შეხედულება გვაქვს და როცა ისმის კითხვა :- ''რა არის სიყვარული?''- ყველანი ერთიდაიგივე ზეამაღლებული სიტყვებითა და ფრაზებით ვცდილობთ ამ ამოუხსნელი მოვლენის განმარტებას. სინამდვილეში ჩვენ ყველა ერთსა და იმავეს ვიმეორებთ. აი ბავშვები კი, რომლებსაც გგვგონია რომ საერთოდ არ ესმით სიყვარულისა, გაცილებით კრეატიულები და მრავალფეროვნები არიან და თავიანთი შეხედულებები აქვთ ამ გრძნობაზე. ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ბრძნული და გულახდილი აზრები. და როგორც ერთი ბრძენი იტყოდა : ''გენიალურობა სიმარტივეშია''. მაშ ასე გთავაზობთ გამოკითხვას, რომელიც ამერიკაში ჩატარდა.

- რა არის სიყვარული?


- როცა ვიღაცას უყვარხარ, იგი შენს სახელს განსხვავებულად წარმოთქვამს, შენ უბრალოდ იცი რომ შენი სახელი მის პირში უსაფრთხოდაა.


ბილი, 4 წლის


- სიყვარული არის ის, რაც გაღიმებს მაშინ, როცა ძალიან დაგლილი ხარ.

ტერი, 4 წლის


- სიყვარული არის ის, რაც არის ოთახში ჩვენთან ერთად შობას, თუ შეწყვეტ საჩუქრების გახსნას და მოუსმენ.

ბობი, 7 წლის


- თუ გინდა რომ სიყვარული უკეთ შეისწავლო, შენ უნდა დაიწყო მეგობრიდან, რომელსაც ვერ იტან.

ნიკა, 6 წლის


- სიყვარული არის ის, როცა შენ ეტყვი ბიჭს, რომ მოგწონს მისი მაისური და შემდეგ ის ატარებს ამ მაისურს ყოველდღე.

ნოელი, 7 წლის


- სიყვარული გავს იმას, როცა პატარა მოხუცი კაცი და პატარა მოხუცი ქალი ისევ მეგობრები არიან ამდენი ხნის შემდეგ, მაშინ როცა ისინი უკვე ასე კარგად იცნობენ ერთმანეთს.

ტომი, 6 წლის






1
128
5-ს მოსწონს
ავტორი:იოდა
იოდა
128
  
2012, 29 აგვისტო, 14:21
+10
0 1 1