x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138403
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
მინდა შეგიმკო თმები გვირილით - ხუტა ბერულავა

image

მინდა შეგიმკო თმები გვირილით,
მაგრამ შორსა ხარ ჩემგან ძალიან:
ჩემი სიცილი, ჩემი ტირილი —
იცოდეს ყველამ — შენი ბრალია.


ცხოვრება მიჰქრის ნაიღვარივით
და ჩემთვის თითქოს არა სცალია…
მქვია მდიდარი? მქვია ღარიბი?
მიზეზი შენ ხარ, შენი ბრალია.


ზოგჯერ ხელიდან ისე მეცლები,
მინდა შეგიკრა ოქროს გალია!
მე თუ ვმაღლდები, მე თუ ვეცემი,
განა არა გრძნობ, შენი ბრალია.


გადაუარეს ბაღებს ქარებმა,
და ჩემს წინ ისევ ქარიშხალია…
ჩემი სიმშვიდეც და მღელვარებაც
მხოლოდ და მხოლოდ შენი ბრალია!

image

5
922
14-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
922
  
2016, 21 მარტი, 0:05
მე კარგახანია ვიციიიი წლებია
:)
2016, 20 მარტი, 22:57
მე პირველად წავიკითხე ( ჩემდა სამარცხვინოდ) და დიდი სიამოვნება მივიღე...მინდოდა სხვასაც ეგრძნო ამ ლექსის სილამაზე.
2016, 20 მარტი, 22:51
მიყვარს ეს ლექსი
2016, 20 მარტი, 22:40
ჩემი სიცილი, ჩემი ტირილი —
იცოდეს ყველამ — შენი ბრალია.
0 1 5