პოეზია პირველი ღამე– გოეთე 2016, 20 მარტი, 17:35 პირველი ღამე
გიღელავს გული და ეძახი ტრფობის წუთს უჩვევს, ნატრობ ნადიმი საქორწილო დამთავრდეს მალე, როგორ გწყურია დაეწაფო მშვენიერ ტუჩებს, დადუმებული რომ ელიან უნაზეს ალერსს. მხურვალე ცეცხლი შენს ძარღვებში უფრო ინთება, სასწრაფოდ დახშავ უწმინდეს სამსხვერპლო კარებს და იმ ოთახში ჩირაღდანი სწრაფად ბინდდება, ვით მცირე ჭრახი, საღამური ოდნავ ელვარებს… მხურვალე კოცნა აათრთოლებს მომხიბლავ სახეს, აკოკრებულ მკერდს ეუფლება ვნებათა ღელვა, მტკიცე მკლავებში განაბული ქალი ცახცახებს, შენს სითამამეს დანებდება სიტყვის უთქმელად. ჩქარობ გახადო სამოსი და ისიც გშველის, მაგრამ შენსავით არ იჩქარებს და არ მღელვარებს… შემდეგ კი იგი მიცემული თავდავიწყებებს, სახეს იბრუნებს, დარცხვენილი დახუჭავს თვალებს… იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე ( Johann Wolfgang von Goethe) დაიბადა შეძლებული ბიურგერის ოჯახში 1749 წლის 28 აგვისტოს ფრანკფურტში.სწავლობდა ლაიფციგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში.გარდაიცვალა 1832 წლის 22 მარტს (82 წლი ასაკში) ვეიმარში. პოეტი, დრამატურგი, პროზაიკოსი, ფილოსოფოსი, მეცნიერი, მინერალების კოლექციონერი. წერდა ტრაგედიას, დრამას, პოემას, რომანს. გოეთეს დედა სახლი ფრანკფურტში, სადაც დაიბადა გოეთე. გოეთეს შთამომავლობა: გოეთეს და მის მეუღლეს კრისტიანას შეეძინათ 5 შვილი. ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ უფროსი ბიჭის, ავგუსტის შემდეგ, ვერ გადარჩნენ. ერთი მკვდარი დაიბადა, დანარჩენები კი დაიღუპნენ რამდენიმე დღეში ან რამდენიმე კვირაში. ავგუსტს სამი შვილი შეეძინა. ავგუსტი მოკვდა ორი წლით ადრე მამის გარდაცვალებამდე რომში. მისმა მეუღლემ ოტილია გოეთემ მეუღლის სიკვდილის შემდეგ გააჩინა ქალიშვილი სხვა მამაკაცისგან. ერთი წლის შემდეგ გოგონა გარდაიცვალა. ავგუსტის და ოტილიას შვილები არ დაოჯახებულან. ამიტომ გოეთეს გვარის პირდაპირი ხაზი გაწყდა 1885 წელს. ფილოსოფია: გოეთე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ფილოსოფიური პოეტია. სპინოზას მსგავსად, იგი ღმერთთან გაიგივებულ ბუნებას მიიჩნევს causa sui-დ ანუ ყოველივეს მიზეზად. უმთავრესი, რასაც გოეთე "სპინოზიზმს" მატებს, არის ის, რომ ბუნება-სუბსტანციას არსებითი თვისების სახით აკუთვნებს მოძრაობას. გოეთეს მოძრაობა წარმოდგენილი აქვს არა მექანიკური დინამიკის, არამედ სიმპათიური და პოეტური "მისწრაფების", სამყაროს "სასიცოცხლო სულის" სახით. მოძრაობის გამოსახატავად გოეთე იყენებსარისტოტელესა და ლაიბნიცის ტერმინს "ენტელექიას", ოღონდ ისე, რომ ამ იდეალისტურ ცნებას საკუთრივ შინაარსს უკარგავს. გოეთემ ბუნების დიალექტიკური კონცეფცია შეიმუშავა. მისი დიალექტიკის პრინციპია დაპირისპირება და აღმასვლა, ცენტრალური ცნებებია "მეტამორფოზა" და "პირველფენომენი". გოეთეს მატერიალური-დიალექტიკური სინთეზისათვის არ მიუღწევია, მაგრამ მძლედ იკაფავდა გზას მისკენ. ესთეტიკაში გოეთე იზიარებს არისტოტელესეულ "მიმეზისის" ანუ ბუნებისადმი ხელოვნების "მიბაძვის" კლასიკურ-რეალისტურ თეორიას. ბუნებისმეტყველება: გოეთეს ისტორიული მნიშვნელობის შრომები აქვს ბუნებისმეტყველობის დარგში. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოეთეს მიერ ყბათაშორისო ძვლის აღმოჩენა (1784), მისი ნაშრომი მცენარეთა მეტამორფოზის შესახებ (1790); მანვე შემოიღო ტერმინი "მორფოლოგია". მცენარეთა და ცხოველთა ორგანიზმების აგებულების შესახებ გამოთქმული უმნიშვნელოვანესი დებულების გამო გოეთეს თავის დიდ წინამორბედად თვლიდა ჩ. დარვინი. გოეთეს მეცნიერულ შესწავლას საფუძველი ჩაუყარა მარქსიზმის კლასიკოსებმა. გოეთეს ჯილდოები: –დიდი ჯვრის კავალერი-1827 წელს (ბავარია) –წმინდა ანას ორდენის კავალერი (რუსეთის იმპერია) –ავსტრიის საიმპერატორო ორდენის ლეოპოლდის კავალერი (ავსტრია) –საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ჯვრის კავალერი ( საფრანგეთი) გოეთესადმი ინტერესი საქართველოში XIX საუკუნეში გამოვლინდა და დღითი დღე იზრდება. ამას მოწმობს პოეტის ნაწარმოებთა თარგმანები, მისი ღრმად ჰუმანისტურ პრობლემატიკის მრავალასპექტოვანი ძიებანი და მეცნიერული შესწავლის წარმატებითი ცდები, ჩვენში გოეთეს მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრის გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების ქართული განყოფილება. საინტერესო ფაქტები: – რამდენიმე წლის მანძილზე გოეთეს მიმოწერა ქონდა ბეტინა ფონ არნიმთან, რომელიც მასზე 36 წლით პატარა იყო. მიმოწერა დაიწყო 1807 წელს ( როცა გოეთე 58 წლის იყო, ბეტინა კი-22 წლის) და დასრულდა 1811 წელს ბეტინას და გოეთეს მეუღლის ჩხუბის შემდეგ. –იოჰან გოეთეს შემოქმედების გერმანელი მკვლევარების აზრით მისი ლექსის «Freisinn» («Свободомыслие»)-ს დაწერა შთააგონა ერთ-ერთი ინგუში მხედარის გამონათქვამმა, რომელიც ჩაიწერეს მორიც ფონ ენგელგარტმა და ფრიდრიხ პაროტმა 1811 წელს კავკასიაში მოგზაურობის დროს, რომელიც თან ერთვოდა სათაურში 1814 წელს გამოცემულ იოზეფ ფონ ჰამერის კრებულს "აღმოსავლეთის საგანძურები". აი ეს სიტყვები:" ჩემი ქუდის თავზე მე ვხედავ მხოლოდ ცას!" გოეთე ილუმინატის წევრიც იყო. 1780 წლის 23 ივნისს ის აკურთხეს მასონური ლოჟის "ამალია"- წევრად. თავისი ლოჟისთვის ის ქმნიდა ჰიმნებს და გამოდიოდა სიტყვით. 1813 წელს გარდაცვლილი ძმის ვილანდის კუბოსთან მასონურ ტაძარში მან წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვა-" ძმა ვილანდის ხსოვნას". (იხ. ასევე–http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/71800-%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/53/) 1471 12-ს მოსწონს
|